გასეირნება სალონიკში

გასეირნება სალონიკში

ხშირად შემხვედრია კითხვა იმის შესახებ თუ რისი ნახვა შეიძლება და საერთოდ ღირს თუ არა სალონიკში მოგზაურობა. ასევე, ბევრჯერ მინახავს პასუხი ამ კითხვებზე, რომ “სალონიკში სანახავი არაფერია”. მეც ასეთი განწყობით ჩავედი სალონიკში. უკვე მეორედ ტრანზიტისთვის გამოვიყენე სალონიკის აეროპორტი “მაკედონია”. პირველად აქედან ათენში გადავფრინდი და მეორედ ახლა, პარიზში გავემგზავრე.
Read more

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთები

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთები

ეს არის სერვისი, რომელიც საშუალებას მოგცემთ იაფი ბილეთები მოძებნოთ, როგორც “ბიუჯეტური” ასევე ”არაბიუჯეტური” ავიაკომპანიების ვებსაიტებზე.

Read more

10 ევროდ ქუთაისიდან ევროპაში

10 ევროდ ქუთაისიდან ევროპაში

ავიაკომპანია Wizzair-მა, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკკომპანიაა, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბაზის გახსნა აღნიშნა.

wizzair georgia

“ვიზეარმა” ქუთაისში მოახდინა თავისი ერთ-ერთი ახალი ავიახომალდის Airbus A320-ის ბაზირება. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ხომალდი მოემსახურება დამატებით 7 ახალ დაბალტარიფიან მიმართულებას: ბერლინი, დორტმუნდი და მიუნხენი (მემინგენი) გერმანიაში, ლარნაკა კვიპროსზე, მილანი იტალიაში, სოფია ბულგარეთში და სალონიკი საბერძნეთში. ახალი ავიამიმართულებების ჩათვლით, “ვიზეარი” თავის მომხმარებელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახლა უკვე 11 მიმართულებას სთავაზობს. ეს საშუალებას აძლევს ქართველ მომხმარებელს მთელს ევროპაში, 70-ზე მეტი მიმართულებით იმოგზაურონ “ვიზეარის” ყველაზე დაბალი ფასებით. Read more

როგორ ვიმგზავროთ ბუდაპეშტში

როგორ ვიმგზავროთ ბუდაპეშტში

ბუდაპეშტს საკმაოდ გამართული “ინტეგრირებული” ურბანული სატრანსპორტო სისტემა გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქალაქო ავტობუსები, ტროლეიბუსები, ტრამვაი, მეტრო, მდინარის ტრამვაი და საგარეუბნო მატარებლებიც კი ერთმანეთთან არის დაკავშირებული განრიგით და ინფრასტრუქტურით. ამგვარი ტრანსპორტი კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ბუდაპეშტში ქუჩებში ხეტიალს. Read more

დავით აღმაშენებლის აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ყველა რეკორდი მოხსნა. ჯერ მგზავრთა რაოდენობის რეკორდებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ არც ეს არის შორს. 2010 წლიდან 2015 წლის ჩათვლით მგზავრების რაოდენობა დაახლოებით 2400%-ით გაიზარდა.

ქუთაისის აეროპორტი

თუმცა, დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტის რეკორდი ძირითადად მის აღიარებას უკავშირდება გამორჩეული არქიტექტურისა და დიზაინის გამო. ერთი თვის წინ აშშ-ს გამოცემა “არქიტექტურულმა დაიჯესტმა” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საოცარი დიზაინის ხუთ ახალ აეროპორტთა შორის დაასახელა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჰოლანდიური კომპანია UNstudio-ს მიერ დაპროექტებული ტერმინალი მგზავრთა სწრაფად მზარდი რაოდენობით გამოირჩევა. Read more

მოგზაურობა კაპიკებად

წლებია იაფი მოგზაურობის საიდუმლოს ვეზიარე, მაგრამ არასდროს ყოფილა მოგზაურობა ისე იაფი როგორც ახლა. ამის მიზეზი კი არის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir.  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის ქალაქებში გადაფრენა ხშირ შემთხვევაში იგივე ჯდება რაც თბილისიდან ბათუმში ავტომობილით ჩასვლა. მტკიცებულებად ეს სკრინშოტი გამოდგება.

wizzair

ქუთაისიდან კატოვიცეში (პოლონეთი) გადაფრენა 40 ევრო ღირს, ხოლო უკან დაბრუნება 30 ევრო. თუ ავიაკომპანიის კლუბშიც გაწევრიანდებით, რაც 30 ევრო ღირს, უფრო იაფად ფრენასაც შეძლებთ. ამ სურათზე ჩანს, რომ კლუბის წევრი კატოვიცეში 30 ევროდ ჩაფრინდება, ხოლო უკან 20 ევროდ დაბრუნდება. საერთო ჯამში მგზავრობა სულ რაღაც 50 ევრო დაჯდება. მეც სწორედ ეს ბილეთი შევიძინე და კატოვიცეს გავლით კრაკოვში, პოლონეთის სამეფო დედაქალაქში ჩასვლა გადავწყვიტე. კატოვიცეს აეროპორტიდან კრაკოვამდე 10-12 ევროიანი მიკროავტობუსით 1:30 საათის გზაა. Read more

თვითმფრინავები

ძალიან მიყვარს თვითმფრინავების აფრენა-დაფრენის პროცესის, საერთოდ თვითმფრინავებზე და აეროპორტების საქმიანობაზე დაკვირვება.

IMG_8297

მაგალითად ამ თვითმფრინავის დაჯდომისას საინტერესო პროცესი განვითარდა.

IMG_8298

პირველი შეხების შემდეგ, არ ვიცი საფრენი ბილიკის სისველისა თუ ქარის გამო თვითმფრინავი ოდნავ მოსრიალდა და ერთი ბორბლით მოწყდა საფრენ ბილიკს.

IMG_8299

ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. აფრენის და დაფრენის პროცესის თვალთვალი საინტერესოა წვიმიან ამინდში, როდესაც საფრენ ბილიკზე წყლის ჭავლი წარმოიქმენბა.

“სიბირის ავიახაზების” ახლა S7-ის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში, მის ფონზე “აირზენას” ორი ბოინგი. Read more

აეროპორტის “ელექტრიჩკა”

აეროპორტის “ელექტრიჩკა”

“თბილისი ცენტრალსა” და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შორის მოძრავი მატარებელი არაერთი სპეციალისტისა თუ ტურისტის კრიტიკის მიზეზად იქცა. ამის მიზეზი მრავალია, მათ შორის მთავარი არახელსაყრელი გრაფიკია. მატარებელი ღამით ერთ რეისს ასრულებს, არადა ღამის საათებში სრულდება საერთაშორისო ავიარეისების უმრავლესობა. აეროპორტის “ელექტრიჩკა” დღისითაც მოძრაობს, სწორედ დღისით, 2009 წლის ზაფხულში ცარიელი მატარებლით მგზავრობისას გადავიღე ეს ვიდეო. Read more