შტადლერი თბილისსა და ბათუმს შორის

შტადლერი თბილისსა და ბათუმს შორის
Rate this post

თბილისიდან ბათუმში Stadler-ის ორსართულიანი მატარებლით იმგზავრებთო – გამოაცხადა “საქართველოს რკინიგზამ”. ამ სახელმწიფო კომპანიის პრესრელიზში წერია, რომ “2016 წლის ზაფხული-შემოდგომის სეზონიდან მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ევროპული სტანდარტის Stadler Kiss მოდელის მატარებლით იმგზავრონ, რომლის ანალოგით დღეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მგზავრობენ.”

დაგვიანებული მგზავრები

ეს ფოტო ბუდაპეშტის რკინიგზის სადგურში გადავიღე, მამა-შვილს რამდენიმე წამით გაასწრო “შტადლერის” მარკის მატარებელმა. მეორე ანალოგიური შემადგენლობა კი გვერდით დგას და თავის დროს ელოდება.

Stadler

შვეიცარული კომპანიის Stadler Bussnang AG-ს ელექტრომატარებლები შავი ზღვის მიმართულებით განახორციელებენ მგზავრების კომფორტულ გადაყვანასო – ნათქვამია პრესრელიზში.

ეს კიდევ ჟენევაა, შვეიცარია, შტადლერის სამშობლო, ფოტოზე ჩანს, რომ ვაგონი სპეციალური პანდუსით უახლოვდება ბაქანს, რომლის მეშვეობით მატარებელში შესვლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც თავისუფლად შეუძლიათ. სწორედ ეს არის აღნიშნული რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში – “ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე.”

შტადლერი მართლაც მაღალი დონისა და კომფორტის მატარებლებს აწარმოებს, რაშიც თავად დავრწმუნდი ჩეხეთში ბოჰუმინიდან პრაღამდე მგზავრობისას.

მატარებელს ბაქანზე შესვლისთანავე დამლაგებლები გუნდი ხვდება, რომელსაც წესრიგში მოჰყავს ინტერიერი და ექსტერიერი.

მონიტორზე ჩანს, რომ მატარებელი მიჰქრის 140 კმ/სთ-ით, ძირითადად კი 160 კმ/სთ-ით გადაადგილდება.  ამ დროს სალონში სიმშვიდეა, არ ისმის ხმაური, მიუხედავად იმისა, რომ სექცია-ვაგონებს შორის გასასვლელი არ არის დახურული.

Leo Express

შტადლერის ორსართულიანი მატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით იმოძრავებს შეჩერების გარეშე და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში გაჩერდება, ესენია: ბათუმი, ქობულეთი და ურეკი.

ამ კურორტებზე კომფორტულად ჩასვლის შემდეგ დაგჭირდებათ ასევე კომფორტული საცხოვრებელი, სასტუმრო ან აპარტამენტი. მათი დაჯავშნა შეგიძლიათ Airbnb-ის ან hotelscombined.com-ის ყველაზე დიდი ყველაზე იაფი სასტუმროების საძიებო სისტემის მეშვეობით.

მსგავსი თემები

კომენტარი