როგორ მოვხვდი ლვოვში

ბევრი მეკითხება, რა გინდოდა ლვოვში, რატომ გადაწყვიტეო? ამის შესახებ ცალკე პოსტს მოვამზადებ, მანამდე კი აღვწერ იმ მარშრუტს, რომლის მეშვეობითაც ლვოვში მოვხვდი.

ლეოექსპრესი ლვოვში

ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დიდი ხნია მინდა უკრაინის რამდენიმე ქალაქის მონახულება, მათ შორის პირველ ადგილზე იყო ლვოვი. მაგრამ ავიარეისების “სიძვირის” გამო სურვილი სურვილად რჩებოდა. რამდენჯერმე განვიხილე კატოვიცედან, სადაც ქუთაისიდან დაფრინავს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, დასავლეთ უკრაინის ქალაქებში მოხვედრის ვარიანტი. ბოლო დრომდე არაფერი გამოვიდა, რადგან პოლონეთ-უკრაინის მარშრუტზე გაურკვეველი წარმომავლობის საავტობუსო კომპანიები ოპერირებდნენ.

Leo Express bus

ყველაფერი კრაკოვში და კრინიცაში გამგზავრებამდე 2 თვით ადრე შეიცვალა. ჩეხური სატრანსპორტო კომპანია Leo Express-ისგან სარეკლამო მეილი მივიღე სადაც ამ იაფი და ძალიან კომფორტული კომპანიის ახალ მიმართულებებზე იყო საუბარი.

leo-express-lviv

უმალვე ეს 12.9 ევროიანი ბილეთი ავირჩიე (ლეოექსპრესს ხშირად აქვს ფასდაკლების აქციები). ჩემს შემთხვევაში მგზავრობა კრაკოვიდან იწყებოდა, ამიტომ ბილეთი 1-2 ევროთი კიდევ უფრო იაფი გამოვიდა.

აქვე დავთვალოთ: ქუთაისი-კატოვიცე (თვითმფრინავი) – 40 ევრო; კატოვიცე-კრაკოვი (მიკროავტობუსი) – 10.5 ევრო; კრაკოვი-ლვოვი – 11.1 ევრო. საერთო ჯამში ერთი გზა გამოვიდა: 61.6 ევრო. ამ ფასად საქართველოდან უკრაინაში, მითუმეტეს ლვოვში ჩასვლა ნაკლებად რეალისტურია. უკრაინის საერთასორისო ავიახაზები მინიმუმ პლუს 100 ევროს მოითხოვს. თუ კატოვიცეს აეროპორტის გავლით მხოლოდ ლვოვში წასლას გადაწყვეტთ, კრაკოვამდე ტრანსპორტირების 10 ევროსაც დაზოგავთ. ხოლო, თუ სამოგზაურო მარშრუტში, ჩემს მსგავსად კრაკოვს ჩართავთ, ბევრ საინტერესო ადგილსაც მოინახულებთ.

მოკლედ, ლვოვისკენ გზა დავიწყე კრაკოვის ავტოსადგურიდან, რომელიც “გალერეა კრაკოვსკას” უკანა მხარეს მდებარეობს და ინტეგრირებულია, როგორც ამ სავაჭრო ცენტრთან ასევე რკინიგზის სადგურთან.

კრაკოვის ავტოსადგური ღამით

რეისი ღამის 01:30-ზე იყო და ავტოსადგურის შენობა დახურული დამხვდა, თუმცა ღამით უამრავი რეისი სრულდება. არც რომელიმე ტაბლოზე იყო ინფორმაცია კრაკოვი-ლვოვის რეისის შესახებ. ცოტა კი ვინერვიულე, მაგრამ ავტოსადგურის დაცვამ დამაიმედა, აქ შემოდის თავის დროზეო. ვფიქრობ, ახალდანიშნული რეისის გამო ყველა ტექნიკური დეტალი მოგვარებული არ აქვთ. მართლაც, გასვლამდე 15 წუთით ადრე “ლეოექსპრესის” ახალი, შავი, დიდი ავტობუსი შემოვიდა.

Leo Express Bus - SETRA

Setra-ს მარკის ამ უახლეს ავტობუსში ყველანაირი კომფორტია შექმნილი ხანგრძლივი მგზავრობისთვის. მიუხედავად ამისა გირჩევთ დაჯავშნის დროს აირჩიეთ ადგილები პირველ სამ რიგში. იქ მანძილი სავარძლებს შორის ორჯერ დიდია ვიდრე ჩვეულებრივ რიგში. სივიწროვე არც სხვაგანაა, მაგრამ დიდი სივრცე უფრო კარგია 🙂

მანძილი სავარძლებს შორის

ავტობუსს ემსახურება ორი მძღოლი და ერთი გამცილებელი. ეს უკანასკნელი მგზავრებს აწვდის სხვადასხვა სახის ინფორმაციას, სთავაზობს მენიუს… ჩაი, ყავა, ნამცხვარი და სხვა სასუსნავი ფასიანია, წყალი უფასო.

ავტობუსში

ავტობუსი 325 კილომეტრის (ეს მანძილი კრაკოვიდან ლვოვამდე) დაფარვას დაახლოებით 6 საათს ანდომებს. აქედან დაახლოებით დროის მესამედი პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გავლის სჭირდება.

უკრაინა-პოლონეთის საზღვარი

თუ არ ჩავთვლით რიგში დგომისას დაკარგულ დროს, საზღვრის გადაკვეთა უპრობლემოდ, ზედმეტი კითხვებისა და შეწუხების გარეშე ხდება, როგორც უკრაინის მიმართულებით, ასევე უკრაინიდან პოლონეთისკენ.

უკრაინაში მოხვედრისთანავე ბუნება და ადგილობრივი არქიტექტურა გაგრძნობინებს, რომ პოლონეთის მსგავს, მაგრამ უფრო ნაკლებადგანვითარებულ, ღარიბ სივრცეში აღმოჩნდი. საზღვრიდან ლვოვამდე 70 კილომეტრია, რომლის გავლის შემდეგ, თავდაპირველად, ლეოექსპრესი ლვოვის ავტოსადგურში ჩერდება.

ლვოვი, ბაზრის მოედანი

აქედან ქალაქის ცენტრამდე დადის ავტობუსი 3A, რომლის ბილეთი 3 ჰრივნა (დაახლოებით 28 თეთრი) ღირს, მისი შეძენა შეგიძლიათ მძღოლთან. თუ არ იჩქარებთ და ლეოექსპრესს რკინიგზის სადგურამდე გაჰყვებით, ქალქის ცენტრს უფრო მიუახლოვდებით. აქედან “ბაზრის მოედნამდე” (ლვოვის ცენტრალური მოედანი) ტრამვაით მგზავრობა 2 ჰრივნა (18 თეთრი) დაგიჯდებათ. თან იმ ადგილსაც შეათვალიერებთ საიდანაც უკან გამგზავრება მოგიწევთ. ეს ავტოსადგურიდანაც არის შესაძლებელი, მაგრამ თუ მგზავრობა ღამით მოგიწევთ ტაქსიზე 30 ჰრივნას დაზოგავთ (2.8 ლარი). ღამით ცენტროდან ვაგზლამდე ტაქსით მგზავრობა, რომელიც წინასწარ გამოვიძახეთ 44 ჰრივნა დაჯდა.

თუ რატომ ღირს თავის ასე შეწუხება, ანუ ლვოვის მონახულება, ამის შესახებ სპეციალურ პოსტებში:

ლვოვში ბიუჯეტური მოგზაურობის მსურველებს აუცილებლად დასჭირდებათ იაფი საცხოვრებელი. თავდაპირველად აპარტამენტებზე (ბინებზე). თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 35 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂

ლვოვი აპარტამენტები

თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.

კრაკოვი-ლვოვის დამაკავშირებელი მაგისტრალის რუკა

როგორ მოვხვდი ლვოვში
Rate this post

მსგავსი თემები

კომენტარი