პრეზიდენტის სასახლე

რაიხსტაგის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეც დავლაშქრე :)

საქართველოს პრეზიდენტის სასახლე

პრეზიდენტის სასახლის კომპლექსი ადმინისტრაციის კორპუსის შესასვლელიდან იწყება. მასთან ნასამართლეობის გაუქმების მსურველი მოქალაქეების გრძელი რიგი დამხვდა.

რიგი პრეზიდენტის სასახლესთან

ქუჩის მეორე მხარეს, ძველი შენობის კედელზე კი ასეთი წარწერებია.

მიხო

პრეზიდენტის სასახლე ავლაბრის ძველ და ამორტიზირებულ ნაგებობებს შორის მდებარე საგზაო პოლიციის სამმართველოს ადგილზე აშენდა. ის ნაწილობრივ იმეორებს ძველი შენობის არქიტექტურას.

საგზაო პოლიცია, 2004 წ.

ძირითადი განმასხვავებელი კი არის სასახლის ცენტრალურ ნაწილზე დამონტაჟებული შუშის გუმბათი.

ავლაბრის რეზიდენცია

სასახლის ძირითად კორპუსს ადმინისტრაციის შენობა ხიდის ტიპის დერეფნით უკავშირდება.

პრეზიდენტის სასახლეში შესასვლელი

დერეფნიდან პირდაპირ სასახლის შუაგულში, შენობის ორივე მხარიდან,  შუშის შესასვლელი კარებით აღჭურვილ ჰოლში მოვხვდი.

სასახლის ჰოლი

აქ კიდევ ერთი ხიდია, რომელზეც პრეზიდენტთან ერთად მომავალი მაღალი რანგის სტუმრები გვინახავს ხოლმე. ქვემოთ კი დარბაზის ცენტრში დაცულია უძველესი მინიატურული ბიბლია.

მინიატურული ბიბლია

ზემოთ, პირობითად მესამე დონეზე საკონფერენციო დარბაზია. აქ ტარდებოდა პრესკონფერენციებისა და ოფიციალური შეხვედრების დიდი ნაწილი.

პრეზიდენტის საკონფერენციო დარბაზი

სწორედ ამ დარბაზის სახურავს წარმოადგენს შუშის გუმბათი.

შუშის გუმბათი

გუმბათზე ასვლა შუშის კიბეებით ხდება, საიდანაც თბილისის მშვენიერი ხედები იშლება.

სამების ტაძარი

ერთ მხარეს სამების ტაძარი მოჩანს, მეორე მხარეს კი მთაწმინდა.

მთაწმინდა

გუმბათის შუაგულში, შუშის იატაკზე დადგომა სერიოზული გამოცდაა :)

გუმბათის შუშის იატაკი

გუმბათის კიბიდან ლიფტით ჩავდივართ პრეზიდენტის კაბინეტთან.

სასახლის ლიფტი

კაბინეტია, მასპინძლის საზღვარგარეთ ვიზიტად ყოფნის გამო დაკეტილია.

პრეზიდენტის კაბინეტის კარები

შუშის კარიდან მისაღები ოთახის გადაღება ხერხდება.

პრეზიდენტის კაბინეტის მისაღები

პრეზიდენტის სასახლის ეზოდან თბილისის მშვენიერი ხედები იშლება.

თბილისი

მთაწმინდა და კადრის შუაგულიდან ოდნავ მარცხნივ, სახელმწიფო კანცელარიის მოყვითალო-მოყავისფრო შენობა.

თბილისი

20 წლის წინ ამ კომუნისტური არქიტექტურის ნიმუშს “ქაჯეთის სასახლეს” ეძახდნენ. ამბობენ, რომ ახლა სწორედ მასში აპირებს დაბინავებას საქართველოს ახალი პრეზიდენტი.

This entry was posted in თბილისი and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.