თბილისის ავტომუზეუმი

პრესაში ხმა გავარდა თბილისობის დღეს ავტომუზეუმის გახსნა იგეგმებაო. გაჩნდა ტელესიუჟეტები სტატიები და ეს ყველაფერი ისე მომხიბლავად გამოიყურებოდა, რომ გახსნამდე ვერ მოვითმინე.

ავტომუზეუმი

თბილისის ავტომუზეუმის მშვენება, საბჭოთა კავშირის გარიჟრაჟზე ГАЗ-ის “ფორდთან” თანამშრომლობით შექმნილი პიკაპი. ზუსტად ძნელია იმის თქმა რომელი მოდელია, ძალიან ჰგავს ГАЗ-4-ს, მაგრამ საბარგულით ოდნავ განსხვავდება.

გაზ-5 (ფორდი)

1934-36 წლებში საბჭოთა კავშირში ფორდის პიკაპის Ford-A-ს ბაზაზე შექმნილი ეს ავტომობილი ავტომუზეუმის თანამშრომლებმა კახეთში აღმოაჩინეს.

გაზ-5

საკმაოდ იშვიათი მოდელია, რადგან მისი დიდი ნაწილი მეორე მსოფლიო ომში განადგურდა.

GAZ-4

ავტომუზეუმის შექმნა ბიზნესმენმა გიორგი მამულაშვილმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რესტავრირებული ძველი საბჭოთა ავტომობილების რაოდენობა ორ ათეულს მიუახლოვდა. ყველაფერი კი 1998 წელს დაიწყო, როდესაც ბატონი გიორგი ავტომობილების ბაზრობაზე შემთხვევით მწვანე მოსკვიჩს გადაეყარა.

Москвич-403

ახლა მუზეუმის კოლექციაში 1965 წელს გამოშვებული ამ მოსკვიჩ-403-ზე უფრო ძველი ექსპონატებიცაა, მაგალითად მოსკვიჩ-401, რომელის გამოშვების სავარაუდო თარიღია 1954-56 წლები. ის ზუსტი ასლია გერმანული ოპელ კადეტის (Opel Kadett K38). მოდელიც და მისი საწარმოო ხაზიც საბჭოთა კავშირმა გერმანიიდან გაიტანა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. Read more

თბილისის ავთენტურობის ამბავი

ბევრისგან მსმენია, რომ ძველი თბილისის ნაწილმა რეკონსტრუქციის შემდეგ ავთენტურობა დაკარგა, ხშირად მიკამათია ამის გამო. კარგად მახსოვს რა მდგომარეობა იყო იმ უბნებში სადაც აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა და რა მდგომარეობაა ახლა. თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე ფოტო.

გორგასლის I შესახვევი ქ. N7

before-after

სალამის ქ. N14 Read more

მსოფლიო ბრენდები ხელვაჩაურში

ბრენდების მოყვარულებს ხშირად უკვირთ ხოლმე, როდესაც ვეუბნები, რომ მათი საყვარელი ესა თუ ის ბრენდი, მაგალითად “ზარა” ან “კოტონი” საქართველოში, კერძოდ კი ხელვაჩაურშიც იკერება და იქვე საკმაოდ იაფადაც იყიდება.

ბრენტი

ხელვაჩაურში თურქული ინვესტიციით ამუშავებული თანამედროვე სტანდარტების ფაბრიკა მსოფლიო ბრენდების დაკვეთებზე მუშაობს. ტანსაცმლის მწარმოებელი ცნობილი კომპანიები მათ მიერ შექმნილი ახალი მოდელების მასობრივი გამოშვებისთვის ისეთ ფაბრიკებს ეძებენ, რომლებიც სტანდარტებსაც აკმაყოფილებენ და იქ ტანსაცმლის შეკერვა სხვადასხვა ფაქტორის გამო იაფი დაჯდება.

ლაკოსტა

სწორედ ამიტომ იკერება აჭარაში Tommy Hilfiger, Zara, Marks & Spencer, Cotton, Puma, Mexx, Next, George, Miss etam, Lotto, Per Una, Autograph, Lebek, Hawes & Curtis, Primark… ამ ბრენდების პროდუქცია ხელვაჩაურის ფაბრიკის წინ, გზისპირას გახსნილ სავაჭრო ცენტრში იყიდება.

ბრენტი

ფასები ხშირ შემთხვევაში ბაზრობაზე გამოტანილი პროდუქციის ღირებულებაზე ნაკლებია, ხარისხი კი ევროპული. მაგალითად მამაკაცის შარვლები.

ხელვაჩაურის ფაბრიკის პროდუქცია

ქალების ტანისამოსიც ძალიან იაფია, მაგალითად ეს მაისურები 10-15 ლარი.

ხელვაჩაურის ნაწარმი

ტანისამოსის გარდა ამ სავაჭრო ცენტრში უამრავი პროდუქციაა, მათ შორის “თეთრეული”

თეთრეული

იხ რუკა: გუგლის რუკა

პროექტი, რომელიც განხილვას აღარ ექვემდებარება

პუშკინის ქუჩაზე, გათხრების დროს აღმოჩენილი გალავანის ზემოდან ესტაკადის აშენება უკვე გადაწყვეტილია და მას ვერაფერი შეაჩერებსო, ამბობს თბილისის მერია. რა შენდება და რა არ ექვემდებარება განხილვას არავის უჩვენებია. მოხერხდა მხოლოდ ვიდეოსლაიდების ნახვა, რომელიც ეჭვს ბადებს, რომ კომპიუტერული ნახატი რეალურ სივრცეს მოერგოს.

pushkinis-estakada-7

 

Read more

ტრამვაი აღმაშენებელზე

აღმაშენებლის გამზირზე სეირნობისას ევროპის შუაგულში ვიგრძენი თავი. ამის მიზეზი კი ზაფხული და კვირა დღე იყო, რომლის დროსაც ქალაქი ავტომობილებისგან იცლება. რეკონსტრუირებულ აღმაშენებლის გამზირს ნამდვილ ევროპად კი საფეხმავლო ქუჩად გამოცხადება და ტრამვაი გადააქცევდა.

ტრამვაი აღმაშენებელზე
ფოტომონტაჟი

მწვანე კონცხი

მწვანე კონცხზე ულამაზეს სიმწვანესთან ერთად ბევრ სხვა რამესაც აღმოაჩენთ. მაგალითად, მიტოვებულ დაჟანგულ და ბუნებასთან შერწყმულ საბაგირო გზას.

მწვანე კონცხის საბაგირო გზა

ინტერნეტში მოიპოვება ამ საბაგიროს დაახლოებით 1980-იან წლებში გადაღებული ფოტო.

მწვანე კონცხის საბაგირო 1980-იანი წლები

საბაგირო მწვანე კონცხის სარკინიგზო სადგურს, ბოტანიკური ბაღს ზედა ნაწილთან აკავშირებდა და ტურისტებს ბაღში ასვლას უადვილებდა. ის თითოეულ მათგანს ულამაზეს ბუნებაში ფრინველივით გადაადგილების შეგრძნებას ანიჭებდა.

ბოტანიკური ბაღის საბაგირო

ამას დაუმატეთ რკინიგზის თავზე გადაფრენით გამოწვეული ექსტრიმიც.

მწვანე კონცხის საბაგირო

დარწმუნებული ვარ საბაგიროს სიმაღლიდან ბათუმის უმშვენიერესი ხედებიც გადაიშლებოდა, იმაზე უკეთესი, ვიდრე რკინიგზის ბაქნიდან მოჩანს.

მწვანე კონცხის ბაქანი

თუ რკინიგზაზე გადახვალთ ბოტანიკური ბაღის შესასვლელს ან პლიაჟს მიადგებით. ჯერ პლიაჟზე გავიარ-გამოვიაროთ.

მწვანე კონცხის პლიაჟი

პლიაჟი მყუდრო, მშვიდი და ზღვა – სუფთა და თბილი. ამ ზღვაში შეჭრილი ნაგებობის დანიშნულება ზუსტად ვერ ამოვიცანი. ნაპირსამაგრი მგონია, მაგრამ ძალიან მაღალი ჩანს. მეორეც ნაპირიდან დაახლოებით 20 მეტრში ძველი კედლის ნარჩენებია, რაც მაეჭვებს, რომ რაღაც გემის მისადგომი უნდა იყოს.

მწვანე კონცხი

თუ ვინმემ ზუსტად იცის ნაგებობის დანიშნულება კომენტარებში მომწერეთ. ახლა კი მას ძირითადად მეთევზეები და ზღვაში სიმაღლიდან ხტომის მოყვარულები იყენებენ.

გადასახტომად ემზადებიან

მაგრამ მოულოდნელად, სულ სხვამ სცადა გაფრენა :)

გაფრენის მცდელობა

გადახტომის გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი.

ბათუმი მწვანე კონცხიდან

პლიაჟის ძველი ინფრასტრუქტურა მიტოვებულია.

მწვანე კონცხის ინფრასტრუქტურა

ახალი კი ასეთია

ბუნგალოები

რუსული, მოძველებული და გულისამრევი მუსიკის მიუხედავად, რომელიც ახლომახლო კვების ობიექტებიდან ისმის აქ დასვენება გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე ბათუმში, ქობულეთში ან კიდევ სარფში.

აჭარის პლიაჟი

ექსკლუზიური პლიაჟი

მწვანე კონცხის ექსკლუზიური პლიაჟი

ამ მშვენიერ, ექსკლუზიურ პლიაჟს შემთხვევით გადავაწყდი. ის მხოლოდ ზღვიდან მოსჩანს და თუ წინასწარ არ იცი მისი არსებობის შესახებ, დიდი ალბათობით ვერც ვერასდროს შეამჩნევთ. მე მას ექსკლუზიური პლიაჟი შევარქვი.

მწვანე კონცხი

მწვანე კონცხის მყუდრო პლიაჟზე გარუჯვისას ყურადღება მიიპყრო ზღვაში შეჭრილ კლდეზე გაკეთებულმა ხიდმა და ბუნებრივია მისკენ გავემართე. Read more

დღევანდელი ნუდისტური პლიაჟი

ამასწინათ ბათუმში 1930-იან წლებში ნუდისტური პლიაჟის არსებობის შესახებ ვწერდი. ეს ამბავი ნაჩვენებია იუთუბზე გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც უცხოელებს გადაუღიათ საბჭოთა აჭარაში. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნუდისტური პლიაჟი მართლაც არსებობდა მწვანე კონცხზე “დიკი პლიაჟის” სახელწოდებით. როგორც ჩანს “დიკი პლიაჟის” გადმონაშთი დღესაც არსებობს :)

ნუდისტი მწვანე კონცხის პლიაჟზე

დღევანდელი ნუდისტი მწვანე კონცხის პლიაჟზე.

ნუდისტი მწვანე კონცხის პლიაჟზე

ცოტა რთულია ნუდისტობა, ბევრის ყურადღებას იქცევს, მაგრამ შეუძლებელიც არ ყოფილა.

ნუდისტი მწვანე კონცხის პლიაჟზე

მწვანე კონცხის პლიაჟი

მწვანე კონცხი

სასტუმრო ლონდონი

ყოფილი სასტუმრო ლონდონის სადარბაზო

მეცხრამეტე საუკენის დასაწყისიდან მოყოლებული, სასტუმრო „ლონდონს“ გერმანელები ამუშავებდნენ, რიხტერების ოჯახი. უამრავი მოგზაური ახსენებს ამ სასტუმროს და მხოლოდ და მხოლოდ – დადებითად. თითქმის ყველა ამბობს, რომ ეს იყო საუკეთესო სასტუმრო კავკასიაში, ბევრი – საუკეთესო იყოო რუსეთში, ხოლო ერთი იმასაც კი ამბობს, მსოფლიოში არ მინახავსო ასეთი კარგი სასტუმრო. რით იყო „ლონდონი“ გამორჩეული? „აქ იყო კარგად შერწყმული ოჯახური სტუმართმოყვარეობის მოდელი, როდესაც სასტუმროს მეპატრონე პირადად იცნობს ყველა კლიენტს, პირადად ზრუნავს მათზე, ეს ოჯახური სიმყუდროვის ატმოსფერო და, მეორე მხრივ, ძალიან მაღალი სტანდარტები მომსახურების, კვების. იქ რესტორანიც იყო და ყველაფერი, რაც კი შეიძლება შესთავაზოს სასტუმრომ კლიენტს, პირადად ზრუნავს მათზე, ეს ოჯახური სიმყუდროვის ატმოსფერო და, მეორე მხრივ, ძალიან მაღალი სტანდარტები მომსახურების, კვების. იქ რესტორანიც იყო და ყველაფერი, რაც კი შეიძლება შესთავაზოს სასტუმრომ კლიენტს. აი, ამით მიაღწია „ლონდონმა“ მაღალ სტატუსს, რომელიც მას ჰქონდა დიდი ხნის მანძილზე, დაარსებიდან დახურვამდე, ორმოცი წელი, თითქმის”. (ფრაგმენტი რადიო “თავისუფლების” გადაცემიდან).

სასტუმრო “ლონდონის” სადარბაზო ახლა

ყოფილი სასტუმრო ლონდონი

ჭერზე გამოსახული ქალაქი. (ვცდილობ დავადგინო რომელი ქალაქია)

ნახატი სასტუმრო "ლონდონის" ჭერზე

სადარბაზო

სასტუმრო ლონდონის სადარბაზო

გასაგებია, რომ ბოლშევიკებმა და კომუნისტებმა არაფერი დააკლეს ამ შენობის განადგურებას, მაგრამ გაუგებარია იმ ჩინოვნიკის თუ ჩინოვნიკების მოტივაცია ვინც რამდენიმე წლის წინ ელექტროკაბელების გაყვანის პროექტი ამგვარად დაამტკიცა.

სასტუმრო "ლონდონის" სადარბაზო