კამბოჯა

პირველად როდესაც მოვხვდი კამბოჯის სამეფოში, მივხვდი, რომ ეს იყო ზუსტად ის რაზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი, ეს იყო სულ სხვა სამყარო, სამყარო სადაც წარსული ძალიან ლამაზად არის შერწყმული აწმყოსთან და ქმნის წარმოუდგენელ სილამაზეს, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ. არაამქვეყნიურმა კომპლექსმა “ანგკორ ვატმა” კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩემს თავს მივეცი პირობა, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი ამ საოცრებათა ქვეყანაში და შევისწავლიდი მას სრულყოფილად და ასეც მოვიქეცი, მას შემდეგ 3-ჯერ ვეწვიე სიამ რიპს. უბრალოდ მიეცით თქვენს თავს პირობა, რომ აუცილებლად მოინახულებთ კამბოჯას და მხოლოდ მერე მიხვდებით რას ვგულისხმობდი მე…

ახლა კი მცირედი ფოტო განწყობა მომღიმართა სამეფოდან.

“ანგკორ ვატის” კომპლექსი კხმერთა იმპერიის უკვდავსაყიფად.

7 დღეც კი არ გვეყო მხოლიდ ანგკორის კიმპლექსის დასათვალიერებლად.

კამბოჯის სამეფოში მოგზაურობის დაგეგმვა არ არის იოლი საქმე, რადგან სიშორე და პირდაპირი ავიარეისების არქონა დამატებით პრობლემებს ქმნის, რომელთა დაძლევაში ნაწილობრივ მაინც დაგეხმარებათ ავიაბილეთების ეს საძიებო სისტემა:

კამბოჯა
5 (100%)

მსგავსი თემები

კომენტარი