ფულის გადაცვლა ბუდაპეშტში

ხშირად კითხულობენ თუ სად ჯობია ფულის გადახურდავება ბუდაპეშტში. საქმე იმაშია, რომ გადამცვლელი პუნქტების დიდ ნაწილს დაბალი კურსი აქვთ და ამასთან საკომისიოსაც ითხოვენ. თავდაპირველად ვერაფერი რომ ვერ ვიპოვე ერთ დიდ სავაჭრო ცენტრში “ვესტერნ იუნიონის” ჯიხურში ვახურდავებდი, სადაც 100 დოლარამდე თანხის გადაცვლისას საკომისიოს სახით 500 ფორინტი, დაახლოებით 5 ლარი მიჰქონდათ. განსაკუთრებით წამგებიანი იყო უფრო ნაკლები თანხის დახურდავება, რადგან საკომისიო იგივეს შეადგენდა.

უცნობ სავალუტო ჯიხურებსაც დიდად ვერ ვენდობოდი, რადგან ვიცი, რომ მოტყუება ეხერხებათ. ერთხელაც, იმ ქუჩის დასაწყისში სადაც ჩემი აპარტამენტი მდებარეობდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შევნიშნე და რადგან მოშორებით მდებარე სავაჭრო ცენტრში წასვლა და დროის დაკარგვა მეზარებოდა, გავრისკე.

კურსი აშკარად მაღალი იყო, ვიდრე იმ სავაჭრო ცენტრში სადაც საკომისიოსაც ვიხდიდი, ამან კიდევ უფრო დამაეჭვა. ვკითხე საკომისიო რამდენიათქო, არ არისო. შემდეგ ვიკითხე 100 დოლარში რამდენ ფორინტს მომცემდნენ, პასუხი კალკურატორზე გამოსახული რიცხვებით მივიღე და როცა დავრწმუნდი, რომ არ მომატყუებდნენ ოპერატორს ფულიც გავუწოდე. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ვისარგებლე ამ პუნქტის მომსახურებით. ჩემს შემდეგ ჩემმა ნაცნობებმაც ისარგებლეს და ახლა თამამად შემიძლია თქვენც გირჩიოთ.

ფოტოზე გამოსახული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი მდებარეობს ბუდაპეშთის ცენტრალური ბაზრის მახლობლად, Vámház krt. და Lónyay u.-ს კვეთაზე, ამ ქუჩის დასაწყისში, მარჯვენა მხარეს. ზუსტი მისამართი: Budapest, Lónyay u. 3, 1093 Hungary. იხ. რუკა:

ამჟამად უნგრული ფორინტის კურსი ისეთია, რომ ძალიან ჰგავს ლარის და დოლარის შეფარდებას, ამიტომ სრულიად თავისუფლად შეგიძლიათ იანგარიშოთ. 100 ფორინტი 1 ლარი, 5000 ფორინტი 50 ლარი …

ფულის გადაცვლა ბუდაპეშტში
5 (100%)

მსგავსი თემები

კომენტარი