სოფლის ცხოვრება პოლონურად – ნაწილი 2

ვაგრძელებ პოლონეთის სოფლის ცხოვრების აღწერას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყველა სოფელი ასეთი იყოს და ყველგან მსგავსი ცხოვრება ჰქონდეთ, მაგრამ მალოპოლსკის სავოევოდოში სოფლების უმრავლესობა ნამდვილად ასეთია.

პოლონური სოფელი

სოფელი ტილიჩი პოლონეთის მთებში, კარპატებში მდებარეობს და ისევე როგორც პირველ პოსტში აღწერილი სოფელი, 1947 წლამდე დასახლებული იყო ლემკების ეთნიკური ჯგუფის ხალხით. შესაბამისად, მთელი ისტორია ლემკებს უკავშირდება, ისევე როგორც სოფლის ცენტრში მდებარე მე-17 საუკუნის ხის ეკლესია (ფოტოზე მარჯვნივ).  Read more

სოფლის ცხოვრება პოლონურად – ნაწილი 1

პოლონეთში მოგზაურობისას ავტობუსიდან გადაღებულმა ფოტოებმა დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია. პოლონეთის სოფლების კადრებზე აღბეჭდილი ეს დასახლებები ზოგს შეძლებული მოქალაქეების აგარაკები ეგონა, მაგრამ სოფლების სიღრმეშიც ანალოგიურ სურათებს გადავაწყდი.

პოლონეთის სოფელი

ეს ფოტო გადაღებულია საკურორტო ქალაქ კრინიცა-ზდრუის მახლობელ სოფელში, მალოპოლსკის სავოევოდოში, კარპატების მთებში, სლოვაკეთის საზღვართან – დაახლოებით ისეთი რეგიონია, როგორიც ბორჯომი-ბაკურიანი.  მის ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს ტურიზმი, რომელსაც კრინიცა-ზდრუიში სათხილამურო ტრასები და რეგიონის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პოტენციალი იზიდავს. შესაბამისად, ტურიზმი კრინიცის მომიჯნავე სოფლების ცხოვრებაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. Read more

სარფის საბაჟო

სარფის საბაჟო

ცნობილი ფაქტია, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებული ლტოლვა ჰქონდა თანამედროვე დიზაინისა და არქიტექტურისადმი. შედეგად მისი პრეზიდენტობის პერიოდშ ბევრი ნაგებობა მსოფლიოში საუკეთესო დიზაინის ნიმუშად აღიარეს. ამ ახალმა დიზაინმა სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმასთან ერთად ფუნქციონალური დატვირთვაც შეიძინა, რაც მოქალაქეებს ესთეტიკურთან ერთად გამარტივებული პროცედურებით სარგებლობის სიამოვნებასაც ანიჭებს. Read more

შატილი 2004

ძველ, 10 წლის წინანდელ ამბავს უნდა მოვყვე შატილში მივლინების შესახებ. ჩემს არქივში მხოლოდ ფირიდან დასკანერებულ ფოტოებს მივაგენი, მცირე ზომის და უხარისხოა, მაგრამ მაინც…

koshkebi-3

პოსტის დაწერა კი ერთი რუსი ბლოგერის macos-ის მონათხრობმა გადამაწყვეტინა, რომელმაც ახლახანს იმოგზაურა საქართველოში.

koshkebi-2

2004 წლის ზაფხულში სამსახურიდან შატილში მიმავლინეს. ხევსურეთში მოგზაურობა კეთილი ნაცნობების დახმარებით შესდგა და თბილისში რესპუბლიკის მოედანზე (ვარდების მოედანი) შეხვედრით დაიწყო. წინასწარ შეთანხმებით შეძენილი საგზალი “ნივაში” მოვათავსეთ, ბენზინი მოვიმარაგეთ და წავედით. გზა საკმაოდ რთული იყო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მე უკანა სკამის ნაცვლად ტვირთზე ვიჯექი, თუ ვიწექი. 2600 მეტრის სიმაღლეს რომ მივაღწიეთ დავილოცეთ და პირიქითა საქართველოს დაღმართებს გავუყევით.

cxvrebi

გზად ცხვრის ფარას გადავეყარეთ და მეცხვარეს, რომელიც ბუნებას “არაბუნებრივად” გაეფერადებინა.

mecxvare

მეცხვარემ ეს შვილივით საყვარელი ცხვარი ძლივს გაიმეტა გასაყიდად, ნივაში ფეხებში ჩამისვა. ისეთი თვინიერი და ფუმფულა იყო, რომ დასაკლავად შემებრალა კიდეც 🙁 Read more

ლოპოტას ტბა და სასტუმრო

ლოპოტას ტბა და სასტუმრო კომპლექსი

ლოპოტას ტბაზე და იქ განთავსებულ სასტუმრო კომპლექს “ლოპოტა რეზორტში” ერთ-ერთი სემინარის ფარგლებში ვიმყოფებოდი. ეს მშვენიერი ადგილი თელავის ცენტრიდან 23 კილომეტრში მდებარეობს ნაფარეულის მიმართულებით.

ნაფარეულის გზა

ნაფარეულამდე რამდენიმე კილომეტრით ადრე მარჯვნივ ვიწრო გზა მიდის, რომელსაც ამ შლაგბაუმამდე მივყავართ.

ლოპოტას შლაგბაუმი

დაცვის მიერ სტუმრების ჯავშანის შემოწმების შემდეგ ამ 20%-იან აღმართს გადალახავთ და ლოპოტას ტბას მიადგებით.

ლოპოტას გზა

აღმართის დასრულების შემდეგ ტბის პირას გაშენებული სასტუმრო კომპლექსი იწყება.

ლოპოტას ტბა

ტბის გარშემო გადაადგილება და კომპლექსის შენობებთან მისვლა შესაძლებელია  ელექტრო და ველო ტრანსპორტით.

ლოპოტას ტბა

სასტუმროს ელექტრობუსი სტუმრების გადასაყვანად, განსაკუთერბით მოსახერხებელია ცივ და წვიმიან ამინდში.

Lopota Lake

ტბის გარშემო მოწყობილია ადგილები, სადაც შეიძლება ჩამოჯდე, საქმიანი საუბარი წამოიწყო, ყავა დალიო, ან მეგობრებთან ერთად გაერთო. Read more

კაბადოკიური კერამიკა

კაბადოკიური კერამიკა

კაბადოკიურ კერამიკასთან ნაცნობობა სასტუმროს ეზოდან დაიწყო, სადაც თიხის სხვადასხვა სახის ჭურჭელი გაზონზე იყო მიმოფანტული.  Read more

კაბადოკიური მევენახეობა-მეღვინეობა

კაბადოკიური ღვინო

კაბადოკიაში (კაპადოკიაში) ღვინის კულტია, მიუხედავად იმისა, რომ ღვინის სმის კულტურა თურქული ტრადიციებისგან შორს დგას.

ღვინის მაღაზია

ღვინის (შარაფის) მაღაზიებში ძირითადად თურქული წარმოების ღვინოებია, მაგრამ ადგილობრივი, კაბადოკიური ღვინის შეძენა არც ისე იოლი საქმე აღმოჩნდა. ვეძებდი იმ დასახელების ღვინოს, რომელიც უკვე დავაგემოვნე ადგილობრივ რესტორნებში.

ღვინის მარანი კაბადოკიაში

ამ კაბადოკიელი ქალის ღვინის მაღაზიაში 20 ლირად (დაახლოებით 17 ლარი) შევიძინე წითელი ღვინო “უჩისარი”. მშრალი ღვინოა, ოდნავ წააგავს საფერავს. გაცილებით ნაკლებად მომეწონა “ტურასანის’ მარკის ღვინოები. მაგალითად ნახევრადმშრალი წითელი თავიდან კი ბროწეულის არომატს ქმნიდა, მაგრამ მოგვიანებით ჭაჭისა და წიპწების გემოს ტოვებდა. Read more

კაბადოკია

კაბადოკია

კაბადოკიის ერთ-ერთი ქალაქი – გორემე  Read more

სარფი

სარფის კლდეები

ამბობენ სარფში კარგი ზღვააო. ამიტომ ბევრი აქ სპეციალურად საბანაოდ ჩადის. ბევრს, მიუხედავად სექტემბრის პირველი რიცხვების მწველი სიცხისა, ბანაობისთვის სულაც არ ცხელა.

სარფის საბაჟო

საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან ავტოტრანსპორტი, თურქეთში მიმავალ-მომავალი ვაჭრები და ტურისტები ერთმანეთში ირევა. Read more

კაჭრეთი და “ამბასადორი”

ამბასადორი კაჭრეთი

ახლადშექმნილმა “თანაინვესტირების ფონდმა” გეგმების გაცნობის მიზნით ჟურნალისტები კაჭრეთში, სასტუმრო “ამბასადორში” დაგვპატიჟა. ფონდის საქმიანობის დეტალებიც მაინტერესებდა და კაჭრეთის ნახვის სურვილიც…  Read more

შატო მუხრანი

შატო მუხრანი

შატო მუხრანი

ამჯერადაც, ღვინის ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად USAID-ის “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” ორგანიზებით “შატო მუხრანს” 20-მდე ჟურნალისტთან ერთდ ვესტუმრე.

შატო მუხრანი

მუხრანში პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინა პერიოდში, არჩევნების დროს ვიმყოფებოდი. იქაურობა ბევრ სხვა უარყოფითთან ერთად ამღვრეული, ძმრის მსგავსი ღვინით დამამახსოვრდა. მაშინ ვერავინ დამარწმუნებდა, რომ ქართული ცქრიალა ღვინის (შამპანურის) სამშობლოში ვიმყოფებოდი. ადგილობრივებს არც ივანე მუხრანბატონი უხსენებიათ და არც მისი სასახლე.

შამპანურის ფანტანი

არადა საუკუნეზე ცოტა მეტი ხნით ადრე ამ ფანტანიდან ცქრიალა ღვინო გადმოდიოდა. ახლა მის მესაკუთრეებს, რომელთა შორის არის ცნობილი ბიზნესმენი, “თი-ბი-სი ჯგუფის” პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე, გადაწყვეტილი აქვთ შატოს გახსნის დღეს ფანტანში თეთრი ღვინო ჩქეფდეს. Read more