გაგრილება ბაკურიანში

გაგრილება ბაკურიანში

თბილისის 40 გრადუსიანი სიცხისგან თავის დაღწევის რამდენიმე საშუალება არსებობს და გაგრილება ბაკურიანში ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. შუადღით 10 – 13 გრადუსით დაბალი ტემპერატურა, ღამით კიდევ უფრო დიდი სხვაობა, მთის ნიავი და სუფთა ჰაერი – ბაკურიანს, ზამთრის ამ კურორტს, აქტუალობას ზაფხულშიც არ უკარგავს. Read more

ბაკურიანი და “კუკუშკა”

ბაკურიანის გზა

ბაკურიანისკენ მიმავალ გზას გავუყევი. ამინდის პროგნოზი ირწმუნებოდა, რომ თოვლი უნდა წამოსულიყო. ახალდათოვლილი ბაკურიანი განსაკუთრებით ფოტოგენურია. მაგრამ ბაკურიანის გადაღება არ იყო ჩემი მთავარი მიზანი, ამის შესახებ ცოტა ქვევით. გამგზავრებამდე სასტუმროს ძებნა ფასდაკლების საიტებზე დავიწყე და საკმაოდ კარგი ვარიანტიც აღმოვაჩინე. სასტუმრო “ჰაუს დე-მარის” თითქმის 50 პროცენტიანი ფასდაკლების კუპონით ბაკურიანში ოჯახთან ერთად ერთი დღის გატარება საკმაოდ ხელმისაწვდომი აღმოჩნდა. თუ აქცია დასრულებული აღმოჩნდა სასტუმროს დაჯავშნა შეგიძლიათ შემდეგი ბმულიდან – hotelscombined.com

House De Mari

სუფთა და თბილი ნომრები, სამჯერადი კვება გემრიელი კერძებით და უფასო ვაი-ფაი – სრული კომპლექტია თუნდაც ერთი დღე კარგი დასვენებისთვის.

ჰაუს დე მარი

სასტუმრო კი კარგი აღმოჩნდა, მაგრამ ამინდი არც ისე, თოვლი არ მოვიდა, მხოლოდ ძველი, გაყინული თოვლი გადაათეთრა და ფოტოსესიაც კითხვის ქვეშ დადგა. Read more