ბუგატი და სხვები პრაღის მუზეუმში

ბუგატი და სხვები პრაღის მუზეუმში

ხშირად მითქვამს მუზეუმებში სიარული არ მიყვარსთქო, მაგრამ არაფერი გამომდის, როდესაც საქმე ტექნიკის თავმოყრის ადგილებს ეხება. არაფერი სჯობს საუკუნოვანი ავტომობილების, ორთქმავლების, ველოსიპედების, მოტოციკლების, თვითმფრინავების, ფოტოაპარატების… ხილვას. ყველაფერი ეს კი თავმოყრილია ტექნოლოგიების ნაციონალურ მუზეუმში პრაღაში. მუზეუმის ადგილმდებარეობისა და მისასვლელი მარშრუტის შესახებ პოსტის ბოლოში. თავიდან კი მინდა დავიწყო ავტომბილების მდიდრული კოლექციით, რომელიც მთავარი საგამოფენო დარბაზის 0 სართულზეა გამოფენილი. სხვა ექსპონატების შესახებ მომდევნო პოსტებში. Read more

ტაქსების რეგულაციის მოსალოდნელი შედეგი

ტაქსების რეგულაციის მოსალოდნელი შედეგი

ჟურნალ “ბიზნესი და მენეჯმენტისთვის” მომზადებული სტატია

ტაქსების რეგულაციის აუცილებლობის თემა თბილისის მერიის კაბინეტებში დაახლოებით ორი წლის წინ გაჩნდა. მანამდე ეს სფერო, ისევე როგორც ბიზნესის ბევრი სხვა მიმართულება, თავისუფალ გარემოში ვითარდებოდა და მომხმარებლებსა თუ სერვისის მიმწოდებლებს, ტაქსისტებს არჩევანის თავისუფლების დიდ არეალს უქმნიდა. ანუ იყო როგორც დაბალი დონის, იაფფასიანი ტაქსები, ასევე საშუალო და მაღალი დონის მომსახურების მიმწოდებლებიც. ამ სფეროში არსებულმა კონკურენციამ ტაქსები ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომი გახადა და განუვითარებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირობებში ქალაქში გადაადგილების საუკეთესო საშუალებად იქცა. ასევე მზარდმა მოთხოვნამ სიღარიბის ზღვარზე მყოფ ბევრ მოქალაქეს ტაქსების ბიზნესში დასაქმებისა და შემოსავლის მიღების საშუალება მისცა და ასე გამრავლდა ტაქსები არა მარტო თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მაშტაბით. Read more

ავტომობილის დაქირავება მოგზაურობისას

ავტომობილის დაქირავება მოგზაურობისას

მოგზაურობისას გადაადგილებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვარჩევ ხოლმე. ასე უფრო საინტერესოა და უფრო იაფიც ჯდება, მაგრამ არა ყოველთვის. Read more

პოლონური ავტომობილები

პოლონური ავტომობილები

კრაკოვში, მუნიციპალური ინჟინერიის მუზეუმში, ერთ დიდ პავილიონში თავმოყრილია პოლონეთში სხვადასხვა დროს უცხოური ლიცენზიით თუ ადგილობრივი კონსტრუქციით შექმნილი ავტომობილები, მოტოციკლეტები და სხვა მოტორიზებული სატრანსპორტო საშუალებები. სუსტი განათების გამო ზოგიერთი ფოტოს ხარისხი მოიკოჭლებს, მაგრამ მაინც… თავდაპირველად ავტობუსი “რაგბი”, 1929 წლიდან ემსახურებოდა კრაკოვის მოსახლეობას. Read more

თბილისის ავტომუზეუმი

პრესაში ხმა გავარდა თბილისობის დღეს ავტომუზეუმის გახსნა იგეგმებაო. გაჩნდა ტელესიუჟეტები სტატიები და ეს ყველაფერი ისე მომხიბლავად გამოიყურებოდა, რომ გახსნამდე ვერ მოვითმინე.

ავტომუზეუმი

თბილისის ავტომუზეუმის მშვენება, საბჭოთა კავშირის გარიჟრაჟზე ГАЗ-ის “ფორდთან” თანამშრომლობით შექმნილი პიკაპი. ზუსტად ძნელია იმის თქმა რომელი მოდელია, ძალიან ჰგავს ГАЗ-4-ს, მაგრამ საბარგულით ოდნავ განსხვავდება.

გაზ-5 (ფორდი)

1934-36 წლებში საბჭოთა კავშირში ფორდის პიკაპის Ford-A-ს ბაზაზე შექმნილი ეს ავტომობილი ავტომუზეუმის თანამშრომლებმა კახეთში აღმოაჩინეს.

გაზ-5

საკმაოდ იშვიათი მოდელია, რადგან მისი დიდი ნაწილი მეორე მსოფლიო ომში განადგურდა.

GAZ-4

ავტომუზეუმის შექმნა ბიზნესმენმა გიორგი მამულაშვილმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რესტავრირებული ძველი საბჭოთა ავტომობილების რაოდენობა ორ ათეულს მიუახლოვდა. ყველაფერი კი 1998 წელს დაიწყო, როდესაც ბატონი გიორგი ავტომობილების ბაზრობაზე შემთხვევით მწვანე მოსკვიჩს გადაეყარა.

Москвич-403

ახლა მუზეუმის კოლექციაში 1965 წელს გამოშვებული ამ მოსკვიჩ-403-ზე უფრო ძველი ექსპონატებიცაა, მაგალითად მოსკვიჩ-401, რომელის გამოშვების სავარაუდო თარიღია 1954-56 წლები. ის ზუსტი ასლია გერმანული ოპელ კადეტის (Opel Kadett K38). მოდელიც და მისი საწარმოო ხაზიც საბჭოთა კავშირმა გერმანიიდან გაიტანა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. Read more

რადარები საქართველოს გზებზე

რადარები საქართველოს გზებზე

რუკაზე დატანილია ვიდეოკამერებისა და რადარების მდებარეობა და მათი მოქმედების არეალში დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე.

ფიგარო

ფიგარო

ამ დღეებში ხშირად მხვდება ქალაქის ცენტრში, ადრე არ შემიმჩნევია. მომეწონა, 60-იანი წლების ანტიკვარიატი მეგონა, მაგრამ სალონში, რომ ჩავიხედე იაპონური ავტომატი შევამჩნიე, ძალიან ჰგავდა “ნისანის” “მარჩს”. ინტერნეტი გადავქექე და ესეც “ნისანი” აღმოჩნდა, სახელად “ფიგარო”.

ნისან "ფიგარო"

Nissan-მა სულ 20 ათასი ასეთი ფიგარო გამოუშვა 1991-92 წლებში და ყველა იაპონიისთვის იყო განკუთვნილი, შესაბამისად მარჯვენა საჭით. თბილისური ფიგარო 1992 წლის გამოშვებაა. იაპონიიდან ჩამოიტანეს 2011 წლის მიწურულს, აქვს 1.0 ტურბო ძრავი, ორი ადგილი და მიმზიდველი გარეგნობა 🙂

მაგარი ავტომობილები

სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას, როგორც კი მაგარ ავტომობილს გადავაწყდები, ფოტოს ვუღებ. ბევრი მათგანის ზუსტი მარკა არც კი ვიცი და თუ მის დადგენაში მონაწილეობას მიიღებთ საინტერესო ინტერაქტივი გამოვა.

Audi A8

Audi A8 Read more

ძველი ავტომობილები

ბათუმის ბინადარი სიმალაზე MG

MG

MGB Roadster

MG

საუკუნოვანი ფორდი

თუ სადმე ძველ ავტომობილს წავაწყდები ვცდილობ ფოტო გადავუღო. ასეთებს განეკუთვნება ნებისმიერი ავტო, რომლსაც 1990 წლამდე აწარმოებდნენ. დროთა განმავლობაში ფოტოების გარკვეული რაოდენობა დამიგროვდა, რაც საშუალებას მაძლევს ეს ბლოგპოსტი გამოვაცხო და მომავალშიც განვაახლო ხოლმე.

თავისი დროის ერთ-ერთი მიმზიდველი და საყვარელი ავტომობილი – Škoda Felicia Roadster. მწარმოებელი ჩეხოსლოვაკური “მლადა ავტო” – 1959 – 1964.

ეს ფოტოები გადაღებულია პრაღაში, სადაც სხვა ბევრ ისტორიულ ავტომობილს წავაწყდი. ქვედა ფოტოზე აღბეჭდილია ავტომობილი “პრაღა”, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის. ამ ავტომობილით პრაღის ქუჩებში გასეირნება დაახლოებით 100 ლარი ღირს. Read more

თბილისის ავტოშოუ

თბილისის ავტოშოუ ერთი შეხედვით ღარიბულად გამოიყურება უცხოურ გამოფენებთან შედარებით.

ტოიოტას პავილიონის წინ წითელი GT ტესტდრაივის დგას. პავილიონში კი წარმოდგენილია შავი GT, რომლის გარშემო ყველაზე მეტი დამთვალიერებელია.

საქართველოში პოპულარული ტოიოტა “ლენდ კრუიზერ პრადო”. Read more