ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზა

ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზა

ბუდაპეშტში თუ ძირითადი „სტანდარტული“ ღირსშესანიშნაობები მოინახულეთ, მუზეუმებში ხეტიალი და რესტორნებში ჯდომაც მოგბეზრდათ, ამასთანავე ხართ ტრანსპორტის, განსაკუთრებით, რკინიგზის მოყვარული და თან გინდათ, მოზარდებიც გაახაროთ – შეგიძლიათ საბავშვო რკინიგზას ეწვიოთ. თბილისისგან განსხვავებით, ბუდაპეშტის საბავშვო რკინიგზა ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს და თანაც მაღლობზე.
Read more

ფლიქსბასი – FlixBus

ფლიქსბასი – FlixBus

ფლიქსბასი  გვიან გავიცანი, მხოლოდ ამ ერთი თვის წინ ვიმგზავრე მილანიდან ვენეციაში და საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი, როგორც ფასით ასევე კომფორტით. თვენახევრით ადრე შეძენილ ბილეთში 13,90 ევრო გადავიხადე, თუ კარგად ჩაუსაფრთებით 5 ევროიანი ბილეთებიც შეიძლება იპოვოთ. ფლიქსბასამდე ცენტრალურ ევროპაში სხვა დაბალბიუჯეტიანი ავტობუსებით ვსარგებლობდი, ისეთი როგორიც არის “სტუდენტეჯენსი” (ახლანდელი “რეგიოჯეტი”), “პოლსკიბასი” და “ლეოექსპრესი”. ეს უკანასკნელი ფლიქსბასისგან იმით განსხვავდება, რომ ბილეთის შეძენის დროს ადგილის არჩევის საშუალებას იძლევა. აქვე ავღნიშნავ, რომ ლეოექსპრესი და ფლიქსბასი მთელ რიგ მიმართულებაზე თანამშრომლობენ და კომბინირებულ რეისებსაც ასრულებენ. Read more

10 ლარად ბათუმში მატარებლით

10 ლარად ბათუმში მატარებლით

თბილისი-ბათუმის მატარებლის ბილეთი გაძვირდა. ბიზნესკლასი 100 ლარი ღირს, პირველი კლასი 65 და ეკონომკლასი კვლავ 25 ლარი. მიუხედავად ამისა გაძვირებამ ბევრი აღაშფოთა. ამ საკითხს დიდი დრო დაეთმო ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემაში “თქვენი დრო” სადაც იაფი მოგზაურობის შესახებ სასაუბროდ მიმიწვიეს. ამ გადაცემის შემდეგ ბათუმის მიმართულებით მატარებლით იაფად მგზავრობის შესაძლებლობით დავინტერესდი და აი რა აღმოვაჩინე. Read more

რუსთავი-თბილისის რკინიგზა

რუსთავი-თბილისის რკინიგზა

საინფორმაციო საშუალებებმა ერთხმად აიტაცეს თბილისის მერიის ერთ-ერთი ჩინოვნიკის გახმოვანებული სურვილი თბილისიდან რუსთავამდე მეტროს ან ტრამვაის ხაზის გაკეთების შესახებ. ამ იდეით არაერთი ხელისუფლება გამოსულა. რამდენიმე წლის წინ რუსთავისა და თბილისის ტრამვაით დაკავშირების იდეის სიცოცხლისუნარიანობა ტრამვაის ერთი ცნობილი კომპანიის პრეზიდენტთან შევამაწმე. მან პირველ რიგში ქალაქებს შორის მანძილი იკითხა და როგორც კი გაიგო, რომ 20 კილომეტრზეა საუბარი პირდაპირ წამოიძახა – “ელექტრიჩკა“. თბილისი-ბათუმის ახალი მატარებელი “შტადლერი” სწორედ ასეთი მარშრუტებისთვის არის შექმნილი. თბილისსა და რუსთავს შორის მართლაც დადის ელექტრომატარებელი. მისი შესაძლებლობების გასაცნობად 2015 წელს თბილისიდან რუსთავში, თბილისი-გარდაბნის მატარებლით მეგობრებთან ერთად ვიმგზავრე. Read more

ბუგატი და სხვები პრაღის მუზეუმში

ბუგატი და სხვები პრაღის მუზეუმში

ხშირად მითქვამს მუზეუმებში სიარული არ მიყვარსთქო, მაგრამ არაფერი გამომდის, როდესაც საქმე ტექნიკის თავმოყრის ადგილებს ეხება. არაფერი სჯობს საუკუნოვანი ავტომობილების, ორთქმავლების, ველოსიპედების, მოტოციკლების, თვითმფრინავების, ფოტოაპარატების… ხილვას. ყველაფერი ეს კი თავმოყრილია ტექნოლოგიების ნაციონალურ მუზეუმში პრაღაში. მუზეუმის ადგილმდებარეობისა და მისასვლელი მარშრუტის შესახებ პოსტის ბოლოში. თავიდან კი მინდა დავიწყო ავტომბილების მდიდრული კოლექციით, რომელიც მთავარი საგამოფენო დარბაზის 0 სართულზეა გამოფენილი. სხვა ექსპონატების შესახებ მომდევნო პოსტებში. Read more

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთები

როგორ ვიყიდოთ იაფი ავიაბილეთები

ეს არის სერვისი, რომელიც საშუალებას მოგცემთ იაფი ბილეთები მოძებნოთ, როგორც “ბიუჯეტური” ასევე ”არაბიუჯეტური” ავიაკომპანიების ვებსაიტებზე.

Read more

გზა პრაღამდე და უკან

გზა პრაღამდე და უკან

ორწლიანი პაუზის შემდეგ პრაღაში გასეირნება გადავწყვიტე. ამის მიზეზი მონატრებასთან ერთად “ვიზეარის” იაფი ბილეთების თარიღები იყო, რომლებიც კრაკოვში ევროპის ადგილობრივი მთავრობების კონგრესში მონაწილეობისთვის 3-4 თვით ადრე შევიძინე. თავდაპირველად, კონფერენციის დასრულების შემდეგ მორჩენილ დღეებში ლვოვში კიდევ ერთხელ მოგზაურობას ვფიქრობდი, მაგრამ ადრეგაზაფხულის არასტაბილურმა ამინდმა შემაშინა, რაც ლვოვში ხეტიალის საშუალებას არ მოგვცემდა და პრაღაში კვლავ ნაცნობი და მონატრებული გარემოს მონახულება ვარჩიეთ.

თავიდანვე აღვნიშნავ, თითქმის ყველა ბილეთი შეძენილია წინასწარ და ძალიან დაბალ ფასად. Read more

ტაქსების რეგულაციის მოსალოდნელი შედეგი

ტაქსების რეგულაციის მოსალოდნელი შედეგი

ჟურნალ “ბიზნესი და მენეჯმენტისთვის” მომზადებული სტატია

ტაქსების რეგულაციის აუცილებლობის თემა თბილისის მერიის კაბინეტებში დაახლოებით ორი წლის წინ გაჩნდა. მანამდე ეს სფერო, ისევე როგორც ბიზნესის ბევრი სხვა მიმართულება, თავისუფალ გარემოში ვითარდებოდა და მომხმარებლებსა თუ სერვისის მიმწოდებლებს, ტაქსისტებს არჩევანის თავისუფლების დიდ არეალს უქმნიდა. ანუ იყო როგორც დაბალი დონის, იაფფასიანი ტაქსები, ასევე საშუალო და მაღალი დონის მომსახურების მიმწოდებლებიც. ამ სფეროში არსებულმა კონკურენციამ ტაქსები ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომი გახადა და განუვითარებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირობებში ქალაქში გადაადგილების საუკეთესო საშუალებად იქცა. ასევე მზარდმა მოთხოვნამ სიღარიბის ზღვარზე მყოფ ბევრ მოქალაქეს ტაქსების ბიზნესში დასაქმებისა და შემოსავლის მიღების საშუალება მისცა და ასე გამრავლდა ტაქსები არა მარტო თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მაშტაბით. Read more

25 ევროდ ათენში

25 ევროდ ათენში

როგორც ადრე იტყოდნენ, “მრავალრიცხოვან მაყურებელთა თხოვნით გთავაზობთ…” 🙂 ანუ ვაგრძელებთ თემას.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაბალფასიანი ავიარეისების მომრავლებასთან ერთად კიდევ უფრო გაიზარდა კითხვების რაოდენობა იმის შესახებ თუ როგორ უნდა შევიძინოთ იაფი ავიაბილეთი. ყველა საიდუმლო აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში – სად “გვატყუებს” WizzAir-ი  Read more

როგორ გავფრინდეთ ევროპაში ყველაზე იაფად

როგორ გავფრინდეთ ევროპაში ყველაზე იაფად

“ვიზეარის” დაბალფასიანი ავიაფრენების შესახებ დაწერილი პოსტების კომენტარებში ბევრი მეკითხება, არის თუ არა მსგავსი იაფი ავიარეისები ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით, განსაკუთრებით კი ესპანეთით ინტერესდებიან. ბევრს სამუშაოდ წასული ახლობლების მონახულება სურს, ბევრიც პირიქით მონატრებული სამშობლოს მონახულებაზე ოცნებობს. Read more

ავტომობილის დაქირავება მოგზაურობისას

ავტომობილის დაქირავება მოგზაურობისას

მოგზაურობისას გადაადგილებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვარჩევ ხოლმე. ასე უფრო საინტერესოა და უფრო იაფიც ჯდება, მაგრამ არა ყოველთვის. Read more

პოლონეთის ავიაციის მუზეუმი

კრაკოვში მორიგი მოგზაურობის თარიღი ახლოვდება და იმაზე ფიქრში თუ რა დამრჩა კიდევ სანახავი გამახსენდა, რომ ბევრი მასალა ჯერ კიდევ დაუმუშავებელი მაქვს. მათ შორის არის პოლონეთის ავიაციის მუზეუმი. არ მიყვარს მუზეუმებში ხეტიალი, უფრო ცოცხალი ქალაქების მონახულება მირჩევნია, მაგრამ ავიაციის მუზეუმი ერთ-ერთი გამონაკლისია – ის ნამდვილი სამოთხეა მფრინავი ჯართის მოყვარულთათვის.

პოლონეთის ავიაციის მუზეუმი

მუზეუმი დაარსდა 1964 წელს და დღემდე ადგილობრივებისა და ტურისტების დიდი ინტერესით სარგებლობს ექსპონატების მრავალფეროვნებითა და რაოდენობით. ძველ აეროდრომზე განლაგებულ მუზეუმში დაცულია 150-ზე მეტი მფრინავი აპარატი და უამრავი საავიაციო ძრავი თუ მოწყობილობა. Read more

რატომ სჭირდება თბილისს ტრამვაი

tram tbilisi skoda 15t
ტრამვაი რუსთაველის გამზირზე (ფოტომონტაჟი)

(ერთ-ერთ კონფერენციაზე გამოსვლის ტექსტი)

ამ ბოლო დროს, ხშირად მოისმენთ მოსაზრებას, რომ თბილისში ავტომობილების რაოდენობა ძალიან გაიზარდა და სატრანსპორტო პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა სხვადასხვაგვარი შეზღუდვების და რეგულაციების დაწესება. თუმცა კი ეკონომიკის ზრდასთან და კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან ერთად ავტომობილების რიცხვის ზრდა გარდაუვალი პროცესია. თუ ამჟამად თბილისში ავტომობილი საშუალო სტატისტიკური მონაცემებით ყოველ მესამე მოქალქეს ჰყავს, განვითარების შედარებით მაღალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების მაჩვენებელი გაცილებით მეტია. მოკლედ, პრობლემას წარმოადგენს არა რაოდენობა, არამედ ავტომობილის გამოყენების ინტენსივობა ქალაქის ფარგლებში გადაადგილებისას. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ მიკროავტობუსების, “მარშრუტკების” სიმრავლე. Read more

რამდენად იოლია ქუთაისიდან ფრენა

რამდენად იოლია ქუთაისიდან ფრენა

ცნობილია, რომ ევროპაში მოგზაურობა ძალიან იაფია დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. თუ როგორ უნდა შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები, იაფი სასტუმროები და აპარტამენტები, ამის შესახებ გაეცანით წინა პოსტებს. ხოლო, თავად ქუთაისიდან ევროპაში მგზავრობის პროცესი თავისი სირთულეებითა და თავისებურებებით შეგიძლიათ იხილოთ ამ ვიდეოში. მგზავრობა იწყება თბილისიდან ავტომობილით, გრძელდება ქუთაისიდან თვითმფრინავით კატოვიცემდე და შემდეგ მიკროავტობუსით კრაკოვამდე.

მცირებიუჯეტიანი მოგზაურობის მოსაწყობად იაფფასიანი სასტუმროს შერჩევაც დაგჭირდებათ. ეძებეთ არა ბუკინგკომზე, ან სხვა რაიმე მსგავს საიტზე, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელ hotelscombined.com-ზე. თუ უცხოეთში დაბინავების კიდევ უფრო იაფი ვარიანტი გინდათ, მაშინ აპარტამენტები გადაათვალიერეთ. ესაა ჩვეულებრივი ბინა, ან ოთახი ბინაში, რომელსაც თან ახლავს სასტუმროსათვის დამახასიათებელი მომსახურება. თუ ამ ბმულიდან დაჯავშნით ბინას თქვენ მიიღებთ 20 დოლარის კრედიტს Airbnb-ზე.

შტადლერი თბილისსა და ბათუმს შორის

თბილისიდან ბათუმში Stadler-ის ორსართულიანი მატარებლით იმგზავრებთო – გამოაცხადა “საქართველოს რკინიგზამ”. ამ სახელმწიფო კომპანიის პრესრელიზში წერია, რომ “2016 წლის ზაფხული-შემოდგომის სეზონიდან მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ევროპული სტანდარტის Stadler Kiss მოდელის მატარებლით იმგზავრონ, რომლის ანალოგით დღეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მგზავრობენ.”

დაგვიანებული მგზავრები

ეს ფოტო ბუდაპეშტის რკინიგზის სადგურში გადავიღე, მამა-შვილს რამდენიმე წამით გაასწრო “შტადლერის” მარკის მატარებელმა. მეორე ანალოგიური შემადგენლობა კი გვერდით დგას და თავის დროს ელოდება. Read more