ავტობუსების და მატარებლების ძიება ევროპაში

ავტობუსების და მატარებლების ძიება ევროპაში

ევროპაში იაფი ფრენა კარგია, მაგრამ ბევრს სჭირდება ევროპის შიგნით იაფად მოგზაურობა ავტობუსით, ან მატარებლით. ახლახანს აღმოვაჩინე ვებსაიტი, რომელიც ევროპაში მოქმედი სატრანსპორტო კომპანიების საიტებზე ეძებს ყველაზე იაფ ბილეთებს – დაწყებული “პოლსკი” ბასიდან და დამთავრებული “ლეოექსპრესით“. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ შეადაროთ სხვადასხვა კომპანიის ფასები მოცემულ მარშრუტზე და თქვენთვის მისაღები ფასი აირჩიოთ. ასევე საიტი საშუალებას გაძლევთ ავტობუსების ფასები შეადაროთ იმავე მიმართულების მატარებლებისა თუ თვითმფრინავების ფასებს. სისტემა აერთიანებს 12 ქვეყნის 350 ავტუბუსისა და მატარებლის კომპანიას და ერთმანეთთან აკავშირებს 30 ათასზე მეტ დანიშნულების ადგილს, შესაბამისად საუკეთესო საშუალებაა ევროპაში მოგზაურობის დასაგეგმად. Read more

პოლონეთის ავიაციის მუზეუმი

კრაკოვში მორიგი მოგზაურობის თარიღი ახლოვდება და იმაზე ფიქრში თუ რა დამრჩა კიდევ სანახავი გამახსენდა, რომ ბევრი მასალა ჯერ კიდევ დაუმუშავებელი მაქვს. მათ შორის არის პოლონეთის ავიაციის მუზეუმი. არ მიყვარს მუზეუმებში ხეტიალი, უფრო ცოცხალი ქალაქების მონახულება მირჩევნია, მაგრამ ავიაციის მუზეუმი ერთ-ერთი გამონაკლისია – ის ნამდვილი სამოთხეა მფრინავი ჯართის მოყვარულთათვის.

პოლონეთის ავიაციის მუზეუმი

მუზეუმი დაარსდა 1964 წელს და დღემდე ადგილობრივებისა და ტურისტების დიდი ინტერესით სარგებლობს ექსპონატების მრავალფეროვნებითა და რაოდენობით. ძველ აეროდრომზე განლაგებულ მუზეუმში დაცულია 150-ზე მეტი მფრინავი აპარატი და უამრავი საავიაციო ძრავი თუ მოწყობილობა. Read more

მედიატური “ლაბებში”

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და USAID-ის პროექტის “მართველობა განვითარებისთვის” ინიციატივით ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად ახლადშექმნილი ინოვაციური ლაბორატორიები დავათვალიერე. ამ ყველაფრიდან ის მომეწონა, რომ ლაბების რაოდენობა გაიზარდა და მრავალფეროვანი გახდა. პირველად ინოვაციების და ტექნოლოგიების ლაბორატორია “თავისუფალ უნივერსიტეტში” 3 წლის წინ დავათვალიერე და იქ ნანახმა შედეგებმა დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

CG Multilab

CG Multilab – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ინოვაციების და ტექნოლოგიების სახელმწიფო სააგენტოს გრანტის შედეგად შეიქმნა. ლაბორატორიაში ძირითადი მიმართულება კომპიუტერული გრაფიკაა. სტუდენტებისა და ფასიანი სწავლების გარდა შესაძლებელია კომპიუტერული გრაფიკის ცოდნა მიიღოთ ერთ თვიან “უფასო” სემინარებზე. Read more

CERN

CERN

”ცერნი” – ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პული ცენ­ტ­რი ჟენევის გარეუბანში მდებარეობს, 18 ნომერი ტრამვაის ბოლო გაჩერებასთან. მეც ტრამვაით ვისარგებლე და მარშრუტის ბოლოს რაც უმალვე შევნიშნე ეს ოვალური შენობა იყო.

ცერნი

შენობა მთლიანად ხის კონსტრუქციისა და იქ მუზეუმია განთავსებული, სამწუხაროდ დაკეტიკი აღმოჩნდა. სანამ იმაზე ვილაპარაკებ რა ხდება ცერნში – ის დაახლოებით ნახევარი საბურთალოს ზომისაა, ნაწილი შვეიცარიაშია, ნაწილი კიდევ საფრანგეთში – მანამდე ცენტრის ცხოვრების შესახებ.

ცერნის ოფისები

ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე ერთი ოფისიდან მეორეში გადაადგილების საუკეთესო საშუალება ველოსიპედია, რომლითაც ცენტრის ადმინისტრაცია ყველა თანამშრომელს ამარაგებს.

ველოსიპედები

ცერნის კორპუსების ურიცხვ კაბინეტთა შორის ინტერნეტის მოყვარულთათვის ერთი განსაკუთრებით გამორჩეულია, ის სამუშაო ოთახი სადაც WWW დაიბადა.

ცერნის დერეფანი

ტიმ ბერნერს-ლიმ (Tim Berners-Lee) ღია კომპიუტერული ქსელი – ვები ცერნში 1989 წელს შექმნა.

www

უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება მძლავრ კომპიუტერებს და ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას მოითხოვს, რაშიც ცერნს ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს.

ცერნის მეცნიერები

ცერნში ათასობით თანამშრომელია, ამას ემატება უამრავი სტუდენტი და პრაქტიკანტი. მათი თავშეყრის ადგილი ცენტრის რესტორანია.

ცერნის სასადილო

აქ იმდენი ადამიანია და ისე სწრაფად მოძრაობენ, რომ თავი ”კოლაიდერში” ჩავარდნილი ნაწილაკი მეგონა 🙂

ATLAS (A Toroidal LHC ApparatuS)

ეს არის ატლასი (ATLAS) დიდი ჰადრონული კოლაიდერის (LHC – Large Hadron Collider) – ოთხიდან ერთ-ერთი (ზომით ყველაზე დიდი) დეტექტორი. მისი მიზანია ექსპერიმენტულად შემოწმდეს ბუნების უზოგადესი კანონების შესახებ არსებული შეხედულებები.

ატლასი

ატლას დეტექტორი დედამიწის ზედაპირიდან 100 მეტრის სიღრმეზეა განლაგებული და 27 კილომეტრ სიგრძის ამაჩქარებელში მაღალი ენერგიის მქონე პროტონების ხელოვნურად შეჯახების საშუალებით ე.წ. დიდი აფეთქებისა და სამყაროს ფორმირების იმიტაციასა და შესწავლას ემსახურება.

ატლასის სამართავი პულტი

ამ სამართავი პულტიდან ხდება მიწისქვეშ მოთავსებული უზარმაზარი დეტექტორის მართვა და კონტროლი. მისი დანიშნულებაა ჰიგსის ბოზონის ე.წ. ”ღმერთის ნაწილაკის” არსებობის დასაბუთება ან უარყოფა. თეორიის მიხედვით, სწორედ ჰიგსის ბოზონთან ურთიერთქმედებამ უნდა შესძინოს დანარჩენ ნაწილაკებს მასები, ისე რომ მათ შორის სიმეტრია არ დაირღვეს.

ალექსი

ცერნის (ატლასის) ქართველმა თანამშრომელმა ლექსომ, რომელმაც მეგზურობა გამიწია, მითხრა, რომ ჰიგსის ბოზონი პრქტიკულად აღმოჩენილია. თუმცა მეცნიერები მას ჯერ მხოლოდ ჰიგსის ბოზონის ”მსგავსს” უწოდებენ. ყველას უნდა, რომ სიღრმისეულად დარწმუნდეს აღმოჩენის უტყუარობაში.

ჰიგსის ბოზონი

ჰიგსის ბოზონის არსებობის დასაბუთება არის იმ ძალების ბუნებისა და თავისებურებების დადგენა, რომლებიც ატომბირთვის შემადგენელი ნაწილაკების – პროტონების, ნეიტრონების და მათი მსგავსი სხვა ნაწილაკების – მდგრადობასა და მცირე ზომებს, საბოლოოდ კი სამყაროს არსებობას განაპირობებს, ამიტომ შეარქვეს მას ”ღმერთის ნაწილაკი”.

ცერნის ელექტრომომარაგება

ამ ეტაპზე მეცნიერები მუშაობენ ამაჩქარებლის სიმძავრის გაორმაგებაზე და იმედი აქვთ, რომ ჯერ კიდევ ბევრ აუხსნელ მოვლენას, მათ შორის შავ ხვრელებსაც, ნათელს მოჰფენენ.

ეს ვიდეო ამაჩქარებლის მუშაობას ასახავს.

ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში 85 ქვეყნიდან 8000-ზე მეტი მეცნიერი მუშაობს. მათ შორის არის 10-მდე ქართველი, რითაც საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს 10 მილიარდი დოლარის ღირებულების სამეცნიერო პროექტში – სამყაროს წარმოშობის ახსნის ექსპერიმენტში.

ცენრნის რუკა:


View CERN in a larger map

თავისუფალი უნივერსიტეტის ლაბორატორია

დიდი ხანია მესმის ხმები “თავისუფალი უნივერსიტეტის” ლაბორატორიაში სასწაულები ხდებაო. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად “თავისუფალი უნივერსიტეტის” კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის ლაბორატორიას ვესტუმრე.

ლაბორატორიას ჩემი ძველი ნაცნობი ზვიად სულაბერიძე ხელმძღვანელობს და როგორც თვითონ ამბობს სტუდენტებს თანამედროვე ტექნოლოგიების ინტერესს უღვიძებს 🙂

ზვიადმა ამ ლაბორატორიაში რამდენიმე პროექტი განახორციელა, მათ შორისაა “სეგვეი”, რომელიც ერთი შეხედვით ქარხნულს წააგავს, მაგრამ მთლიანად ხელით არის აწყობილი.

სეგვეის რამდენიმე დეტალი დამზადებულია 3D პრინტერით. Read more