ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტები პრაღაში

ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტები პრაღაში

ზოგიერთს ჰგონია, რომ Airbnb-ის აპარტამენტი მხოლოდ ის ბინაა, რომლიდანაც მესაკუთრე სადღაც შორს გადაბარგდა და ცარიალი ერთ-ოთახიანი გასაქირავებლად საიტზე გამოაქვეყნა. აქედან მომდინარეობს რეალური თუ მითადქცეული ამბები აუტანელი და სისხლისმსმელი მასპინძლების შესახებ, რომლებიც სტუმრებს ბრალდებებს უყენებენ და კომპენსაციებს მოითხოვენ… ასეთი რიტორიკის ავტორები ყოველთვის სასტუმროებს აქებენ, თუმცა კი რეალობაში უხარისხო სასტუმროებიც საკმაო რაოდენობით გვხვდება. მაგრამ ამ შემთხვევაში არჩევნის გაკეთებას სასტუმროებისთვის მინიჭებული ვარსკვლავების რაოდენობა აიოლებს და როგორც ჩანს სწორედ ეს განაპირობებს ნდობის უფრო მაღალ ხარისხს.

მე განსხვავებული შეხედულება გამაჩნია

Read more

ტაქსების რეგულაციის მოსალოდნელი შედეგი

ტაქსების რეგულაციის მოსალოდნელი შედეგი

ჟურნალ “ბიზნესი და მენეჯმენტისთვის” მომზადებული სტატია

ტაქსების რეგულაციის აუცილებლობის თემა თბილისის მერიის კაბინეტებში დაახლოებით ორი წლის წინ გაჩნდა. მანამდე ეს სფერო, ისევე როგორც ბიზნესის ბევრი სხვა მიმართულება, თავისუფალ გარემოში ვითარდებოდა და მომხმარებლებსა თუ სერვისის მიმწოდებლებს, ტაქსისტებს არჩევანის თავისუფლების დიდ არეალს უქმნიდა. ანუ იყო როგორც დაბალი დონის, იაფფასიანი ტაქსები, ასევე საშუალო და მაღალი დონის მომსახურების მიმწოდებლებიც. ამ სფეროში არსებულმა კონკურენციამ ტაქსები ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომი გახადა და განუვითარებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირობებში ქალაქში გადაადგილების საუკეთესო საშუალებად იქცა. ასევე მზარდმა მოთხოვნამ სიღარიბის ზღვარზე მყოფ ბევრ მოქალაქეს ტაქსების ბიზნესში დასაქმებისა და შემოსავლის მიღების საშუალება მისცა და ასე გამრავლდა ტაქსები არა მარტო თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მაშტაბით. Read more

Wizz Air: ქუთაისი – ლონდონი

Wizz Air: ქუთაისი – ლონდონი

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ავიარეისების ოპერირება 18 ივნისიდან დაიწყება, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას. ყველა ავიარეისი სრულდება 180 ადგილიანი „აირბას A320“ და 230 ადგილიანი„ აირბას A321“ ტიპის საჰაერო ხომალდებით.

მგზავრებს 16 თებერვლიდან ავიაბილეთების შეძენის საშუალება ექნებათ ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com მხოლოდ 105.99* ლარი/£ 34.99*-დან. Read more

ყველაზე იაფი რესტორანი კრაკოვში

ყველაზე იაფი რესტორანი კრაკოვში

კრაკოვი იაფი ქალქია, ყველაზე ტურისტულ ადგილებშიც კი, მაგალითად საკვებზე, ქართველი მოგზაურისთვისაც ხელმისაწვდომი ფასებია. ამ საყოველთაო სიიაფის მიუხედავად ტურისტების დიდი რაოდენობა მაინც ეტანება ყველაზე იაფ რესტორანს Bar Mleczny “Pod Temidą” (რძის ბარი “თემიდას ქვემოთ”). Read more

რატომ ვირჩევ Airbnb-ს აპარტამენტებს

რატომ ვირჩევ Airbnb-ს აპარტამენტებს

სოციალურ ქსელებში წავაწყდი რამდენიმე უკმაყოფილო ადამიანის კომენტარებს, რომლებიც Airbnb-ს საყვედურობდნენ საზღვარგარეთ უხარისხო აპარტამენტებში დაბინავების გამო. ზოგი იჩემებდა მაგას ახლოს აღარ გავეკარებიო, ზოგიც ფეხს აღარ შევდგამ დაქირავებულ ბინაშიო…

არადა, როგორ შეიძლება უარი თქვა ისეთ იაფ აპარტამენტებზე, რომელსაც ქვევით მიმოვიხილავ და თანაც ისეთ არც თუ იაფ ქალაქში, როგორიც არის ათენი. Read more

25 ევროდ ათენში

25 ევროდ ათენში

როგორც ადრე იტყოდნენ, “მრავალრიცხოვან მაყურებელთა თხოვნით გთავაზობთ…” 🙂 ანუ ვაგრძელებთ თემას.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაბალფასიანი ავიარეისების მომრავლებასთან ერთად კიდევ უფრო გაიზარდა კითხვების რაოდენობა იმის შესახებ თუ როგორ უნდა შევიძინოთ იაფი ავიაბილეთი. ყველა საიდუმლო აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში – სად “გვატყუებს” WizzAir-ი  Read more

აღმაშენებლის გამზირი 2

აღმაშენებლის გამზირი 2

დავით აღმაშენებლის გამზირის მეორე ნაწილის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სხვებთან ერთად მეც დავათვალიერე “ახალი ტფილისის” ახლადგახსნილი საფეხმავლო ნაწილი და ვიდეოც გადავიღე.

30 ევრო საჩუქრად მოგზაურებს

30 ევრო საჩუქრად მოგზაურებს

რა უნდა იყოს ხეტიალის მოყვარულთათვის მოგზაურობის დაფინანსებაზე კარგი საჩუქარი? მოკლედ, Airbnb-მ თქვენი წახალისების საშუალება მომცა.

30 ევროს სამოგზაურო კრედიტს მიიღებს ყველა ვინც ჩემი გვერდიდან, აქედან დარეგისტრრდება 🙂 Read more

როგორ გავფრინდეთ ევროპაში ყველაზე იაფად

როგორ გავფრინდეთ ევროპაში ყველაზე იაფად

“ვიზეარის” დაბალფასიანი ავიაფრენების შესახებ დაწერილი პოსტების კომენტარებში ბევრი მეკითხება, არის თუ არა მსგავსი იაფი ავიარეისები ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით, განსაკუთრებით კი ესპანეთით ინტერესდებიან. ბევრს სამუშაოდ წასული ახლობლების მონახულება სურს, ბევრიც პირიქით მონატრებული სამშობლოს მონახულებაზე ოცნებობს. პრობლემას ის წარმოადგენს, რომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ტრანზიტული ავიაბილეთები არ აქვთ. ანუ, “ვიზეარი” შეიძლება დაფრინავდეს ესპანეთში, მაგრამ ქუთაისიდან ესპანეთის რეისებზე მოხვედრა დამატებით ძალისხმევას და ხარჯებს მოითხოვს. მაგალითად განვიხილოთ ქუთაისიდან ბუდაპეშტში ფრენა 13 დეკემბერს. Read more

სანტორინი ფირზე

სანტორინიზე მოგზაურობისას თან მქონდა ჩემი პირველი ფოტოაპარატი Смена-8М. ფირზე საინტერესო ფოტოები გამოვიდა 🙂