დავით აღმაშენებლის აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ყველა რეკორდი მოხსნა. ჯერ მგზავრთა რაოდენობის რეკორდებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ არც ეს არის შორს. 2010 წლიდან 2015 წლის ჩათვლით მგზავრების რაოდენობა დაახლოებით 2400%-ით გაიზარდა.

ქუთაისის აეროპორტი

თუმცა, დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტის რეკორდი ძირითადად მის აღიარებას უკავშირდება გამორჩეული არქიტექტურისა და დიზაინის გამო. ერთი თვის წინ აშშ-ს გამოცემა “არქიტექტურულმა დაიჯესტმა” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საოცარი დიზაინის ხუთ ახალ აეროპორტთა შორის დაასახელა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჰოლანდიური კომპანია UNstudio-ს მიერ დაპროექტებული ტერმინალი მგზავრთა სწრაფად მზარდი რაოდენობით გამოირჩევა.

მეფე დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი

და ეს არ არის ერთადერთი აღიარება…

ქუთაისის აეროპორტი ღამით

ქუთაისის აეროპორტში პირველად მაშინ მოვხვდი, როდესაც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir-ით პოლონეთში ასევე დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობა წამოვიწყე.

ქუთაისის აეროპორტი

ტერმინალში მოხვედრისას მართლაც ყურადღებას იქცევს თანამედროვე, ორიგინალური დიზაინი.

დავით აღმაშენებლის აეროპორტი

მაგრამ დიზაინის გარდა რაც თვალში გხვდება დასაჯდომი ადგილების ნაკლებობაა. იმის გამო, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიარეისების დიდი ნაწილი ღამით სრულდება ბევრი ტურისტი ქუთაისში შუა ღამით სეირნობას აეროპორტში ლოდინს (ძილს) ამჯობინებს.

ძილი აეროპორტში

ფოტოები არ გამოვიდა, მაგრამ თვალსაჩინოებისთვის მაინც გამოდგება.

ძილი იატაკზე

დღევანდელი ხელისუფლება დიდად არ გამოირჩევა მისი წინამორბედის პროექტების სიყვარულით (აეროპორტი სახელმწიფო საკუთრებაა) და სავარაუდოა, რომ სწორედ ამიტომ შექმნილი რეალობის ადექვატური გადაწყვეტილებით თავს არავინ იწუხებს.

IMG_20150829_023230-(1)

დასაჯდომი ადგილების დეფიციტი არ შეიჩნევა დარბაზში, რომელშიც მგზავრი ხვდება საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ.

IMG_20150829_030252

მთელს ტერმინალში განსაკუთრებით დამამახსოვრებელია ობობის ქსელის მსგავსი დიზაინის ჭერი. ამ სილამაზის ნახვის შედეგ ბევრი ქუთაისზე დიდი ევროპული ქალაქის აეროპორტიც კი ღარიბულ “ბუტკად” მოგეჩვენებათ. ასევე, აღნიშვნას იმსახურებს ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომელიც ალბათ საუკეთესოა მთელს საქართველოში და არა მარტო, კატოვიცის (პოლონეთი) საფრენ ბილიკზეც კი გაცილებით კომფორტულია.

IMG_20150829_043944

ის რაც ქუთაისის აეროპორტს აკლია სხვა ტრანსპორტთან კავშირია. აქედან დანარჩენ საქართველოში გადაადგიელბა შესაძლებელია მხოლოდ მიკროავტობუსებით. მიუხედავად შედარებით ახალი მანქანებისა ამ ტიპის ტრანსპორტით ხანგრძლივი მგზავრობა მაინც არაკომფორტული აღმოჩნდა. ამ დროს აეროპორტიდან ასიოდე მეტრში გადის ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალი და იქვეა ძველი ბაქანიც. ამბობენ, რომ სამი წლის წინ აეროპორტთან ინტეგრირებული რკინიგზის სადგურის აშენებას აპირებდნენ, მაგრამ დღეს იქ მატარებელიც კი არ აჩერებს.

დავით აღმაშენებლის აეროპორტი
Rate this post

მსგავსი თემები

კომენტარი

კომენტარი