ფლიქსბასი – FlixBus

ფლიქსბასი – FlixBus

ფლიქსბასი  გვიან გავიცანი, მხოლოდ ამ ერთი თვის წინ ვიმგზავრე მილანიდან ვენეციაში და საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი, როგორც ფასით ასევე კომფორტით. თვენახევრით ადრე შეძენილ ბილეთში 13,90 ევრო გადავიხადე, თუ კარგად ჩაუსაფრთებით 5 ევროიანი ბილეთებიც შეიძლება იპოვოთ. ფლიქსბასამდე ცენტრალურ ევროპაში სხვა დაბალბიუჯეტიანი ავტობუსებით ვსარგებლობდი, ისეთი როგორიც არის “სტუდენტეჯენსი” (ახლანდელი “რეგიოჯეტი”), “პოლსკიბასი” და “ლეოექსპრესი”. ეს უკანასკნელი ფლიქსბასისგან იმით განსხვავდება, რომ ბილეთის შეძენის დროს ადგილის არჩევის საშუალებას იძლევა. აქვე ავღნიშნავ, რომ ლეოექსპრესი და ფლიქსბასი მთელ რიგ მიმართულებაზე თანამშრომლობენ და კომბინირებულ რეისებსაც ასრულებენ. Read more

ვენეცია და ფასები

ვენეცია და ფასები

არის თუ არა შესაძლებელი ვენეციაში მოგზაურობა მცირე ბიუჯეტით? ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ ეკონომია მაინც შესაძლებელია. ვენეციის უნიკალურობის გამო მას ყოველწლიურად 5 მილიონი ტურისტი სტუმრობს და შესაბამისად ყველაფრის ფასი იმაზე მაღალია ვიდრე იტალიის ისედაც ძვირ, სხვა ტურისტულ ქალაქებში. აქ ჩემს მაგალითზე განვიხილოთ სად და როგორ შეიძლება ეკონომიის გაკეთება. Read more

აპარტამენტი მილანში

აპარტამენტი მილანში

მილანში მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომია ვიდრე, მაგალითად, ბათუმში დასვენება. ამის მთავარი მიზეზი, როგორც ცნობილია “ვიზეარის” იაფი ავიარეისებია. ამჯერად 25 ლარიანი ბილეთების შეძენა დავაგვიანე, მაგრამ 65 ლარიანი ბილეთებიც არ არის ძვირი.

მილანში გასეირნება რომ არ გაძვირდეს საჭიროა სათანადო საცხოვრებლის შერჩევა. როგორც ყოველთვის მე ოჯახთან ერთად მოგზაურობისას აპარტამენტებს ვანიჭებ უპირატესობას. მათი დაქირავება შესაძლებელია Airbnb.com-ზე. Read more

10 ლარად ბათუმში მატარებლით

10 ლარად ბათუმში მატარებლით

თბილისი-ბათუმის მატარებლის ბილეთი გაძვირდა. ბიზნესკლასი 100 ლარი ღირს, პირველი კლასი 65 და ეკონომკლასი კვლავ 25 ლარი. მიუხედავად ამისა გაძვირებამ ბევრი აღაშფოთა. ამ საკითხს დიდი დრო დაეთმო ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემაში “თქვენი დრო” სადაც იაფი მოგზაურობის შესახებ სასაუბროდ მიმიწვიეს. ამ გადაცემის შემდეგ ბათუმის მიმართულებით მატარებლით იაფად მგზავრობის შესაძლებლობით დავინტერესდი და აი რა აღმოვაჩინე. Read more

გაგრილება ბაკურიანში

გაგრილება ბაკურიანში

თბილისის 40 გრადუსიანი სიცხისგან თავის დაღწევის რამდენიმე საშუალება არსებობს და გაგრილება ბაკურიანში ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. შუადღით 10 – 13 გრადუსით დაბალი ტემპერატურა, ღამით კიდევ უფრო დიდი სხვაობა, მთის ნიავი და სუფთა ჰაერი – ბაკურიანს, ზამთრის ამ კურორტს, აქტუალობას ზაფხულშიც არ უკარგავს. Read more

კარლოსის ხიდი

კარლოსის ხიდი

2007 წლის 17 დეკემბრის პოსტი. ქვეყნდება მცირედი ცვლილებებით.

კარლოსის ხიდზე, ჩეხურად Karlův most-ზე (და არა ჩარლის ხიდზე) ხშირად ვსეირნობდი. არარომანტიული ადამიანი ვარ, მაგრამ იქაურობის რომანტიკა, განსაკუთრებით დაბინდების შემდეგ, თავისით მიზიდავდა. ერთხელაც, ზლაზვნით სიარულის დროს ქართველების ხმა შემომესმა. ”ზღაპარში ვართ, ზღა-პა-რშიიი!!!…” იმეორებდა აღტაცებული ქალი ქართველების დიდი ჯგუფიდან. წამოვეწიე, მივესალმე და აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია იყო. სურათის გადაღება მთხოვეს, გადავუღე, დავემშვიდობე და კარლოსის ხიდის ქანდაკებებით შექმნილ ზრაპარულ აურაში, “ზღაპარში” დავტოვე. Read more

ბოტასი და ”ბოტასი”

ბოტასი და ”ბოტასი”

რას ეძახიან ასლის გადამღებ აპარატს? რა თქმა უნდა – ქსეროქსს. ფოტოაპარატს, რომელიც თავადვე ამჟღავნებს და ბეჭდავს სურათებს? პოლაროიდს. რა ქვია სპორტულ ფეხსაცმელს? კითხვაც არ უნდა, რა თქმა უნდა – ბოტასი.

დღეს ეს სიტყვა შეიძლება ბევრს აღარც ახსოვს, არადა არც ისე შორეულ 70-ებში ვინ იყო იმ ბავშვზე ბედნიერი, რომელიც ”სპეკულიანტებთან” ნაყიდ ბოტასებში გამოეწყობოდა? Read more

როგორ გამოვიყენოთ 35 ევროიანი ფასდაკლება Airbnb-ზე

როგორ გამოვიყენოთ 35 ევროიანი ფასდაკლება Airbnb-ზე

ვიდეოინსტრუქცია იმის შესახებ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ 35 ევროს ფასდაკლება Airbnb-ზე. Read more

რუსთავი-თბილისის რკინიგზა

რუსთავი-თბილისის რკინიგზა

საინფორმაციო საშუალებებმა ერთხმად აიტაცეს თბილისის მერიის ერთ-ერთი ჩინოვნიკის გახმოვანებული სურვილი თბილისიდან რუსთავამდე მეტროს ან ტრამვაის ხაზის გაკეთების შესახებ. ამ იდეით არაერთი ხელისუფლება გამოსულა. რამდენიმე წლის წინ რუსთავისა და თბილისის ტრამვაით დაკავშირების იდეის სიცოცხლისუნარიანობა ტრამვაის ერთი ცნობილი კომპანიის პრეზიდენტთან შევამაწმე. მან პირველ რიგში ქალაქებს შორის მანძილი იკითხა და როგორც კი გაიგო, რომ 20 კილომეტრზეა საუბარი პირდაპირ წამოიძახა – “ელექტრიჩკა“. თბილისი-ბათუმის ახალი მატარებელი “შტადლერი” სწორედ ასეთი მარშრუტებისთვის არის შექმნილი. თბილისსა და რუსთავს შორის მართლაც დადის ელექტრომატარებელი. მისი შესაძლებლობების გასაცნობად 2015 წელს თბილისიდან რუსთავში, თბილისი-გარდაბნის მატარებლით მეგობრებთან ერთად ვიმგზავრე. Read more

ევროპული განათლება თბილისურ ფასად

ევროპული განათლება თბილისურ ფასად

ევროპაში უმაღლესი განათლების მიღება სულაც არ არის ძვირი და რთული. მთავარია მონდომება, ინგლისურის ცოდნა და თუ უფასოდ არა თბილისის საშუალო უნივერსიტეტის ფასად მაინც შეძლებთ ევროპული განათლების მიღებას, მაგალითად კრაკოვში. კრაკოვი გარდა იმისა, რომ პოლონეთის სამეფო დედაქალაქად იწოდება საუნივერსიტეტო-სტუდენტური ქალაქიცაა. ამ სტატუსის მთავარი მიზეზია “იაგელონის უნივერსიტეტი”. ის ერთ-ერთი უძველესია მთელს ევროპაში. უნივერსიტეტის დაარსების სიგელი 1364 წელს გამოსცა მეფე კაზიმირ III დიდებულმა. Read more

მილანი და იტალია

მილანი და იტალია

გსმენიათ აიესეკის შესახებ? სწორედ მისი მეშვეობით ამოვყავი თავი მილანში თვე-ნახევრით. 6 კვირის განმავლობაში ვმოხალისეობდი ერთ-ერთ სკოლაში ტრენერად და ვერცერთი წამით, დღემდე ვერ ვშლი მეხსიერებიდან ამ ულამაზეს მოგონებებს. აიესეკის პროექტმა სრულიად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ და დამეხმარა საკუთარი თავის განვითარებაში. Read more

ოლესკის სასახლე და ციხესიმაგრე

ოლესკის სასახლე და ციხესიმაგრე

ლვოვი თავად სასახლე და დედოფალია 🙂 სასახლეები არც მის შემოგარენს აკლია. ბოლო საუკუნეებში დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ავსტრო-უნგრეთისა და პოლონეთის გავლენამ მრავალი ისეთი კულტურული კერა გააჩინა, რომელიც ამ მხარეს განსაკუთრებულ ინტერესსა და სილამაზეს მატებს. სასახლეები და ციხესიმაგრეების ნაწილში მუზეუმები და გალერეებია მოწყობილი, ნაწილი კი უპატრონობით ინგრევა. მათ შესახებ შემდეგ პოსტებში, თავდაპირველად ოლესკის ციხესიმაგრე. Read more

ბუგატი და სხვები პრაღის მუზეუმში

ბუგატი და სხვები პრაღის მუზეუმში

ხშირად მითქვამს მუზეუმებში სიარული არ მიყვარსთქო, მაგრამ არაფერი გამომდის, როდესაც საქმე ტექნიკის თავმოყრის ადგილებს ეხება. არაფერი სჯობს საუკუნოვანი ავტომობილების, ორთქმავლების, ველოსიპედების, მოტოციკლების, თვითმფრინავების, ფოტოაპარატების… ხილვას. ყველაფერი ეს კი თავმოყრილია ტექნოლოგიების ნაციონალურ მუზეუმში პრაღაში. მუზეუმის ადგილმდებარეობისა და მისასვლელი მარშრუტის შესახებ პოსტის ბოლოში. თავიდან კი მინდა დავიწყო ავტომბილების მდიდრული კოლექციით, რომელიც მთავარი საგამოფენო დარბაზის 0 სართულზეა გამოფენილი. სხვა ექსპონატების შესახებ მომდევნო პოსტებში. Read more

ავტობუსების და მატარებლების ძიება ევროპაში

ავტობუსების და მატარებლების ძიება ევროპაში

ევროპაში იაფი ფრენა კარგია, მაგრამ ბევრს სჭირდება ევროპის შიგნით იაფად მოგზაურობა ავტობუსით, ან მატარებლით. ახლახანს აღმოვაჩინე ვებსაიტი, რომელიც ევროპაში მოქმედი სატრანსპორტო კომპანიების საიტებზე ეძებს ყველაზე იაფ ბილეთებს – დაწყებული “პოლსკი” ბასიდან და დამთავრებული “ლეოექსპრესით“. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ შეადაროთ სხვადასხვა კომპანიის ფასები მოცემულ მარშრუტზე და თქვენთვის მისაღები ფასი აირჩიოთ. ასევე საიტი საშუალებას გაძლევთ ავტობუსების ფასები შეადაროთ იმავე მიმართულების მატარებლებისა თუ თვითმფრინავების ფასებს. სისტემა აერთიანებს 12 ქვეყნის 350 ავტუბუსისა და მატარებლის კომპანიას და ერთმანეთთან აკავშირებს 30 ათასზე მეტ დანიშნულების ადგილს, შესაბამისად საუკეთესო საშუალებაა ევროპაში მოგზაურობის დასაგეგმად. Read more